Image Alt

წიგნები

საბოლოო ფილოსოფია

14,90 

სად და რომელ მსჯელობაში შეიძლება გადაიკვეთოს პითაგორას, პლატონის, ეპიკურეს, ავგუსტინეს, ბუდას, დარვინის მემკვიდრეობა, თანამედროვე წარმოდგენები ადამიანის ევოლუციის და ფიზიოლოგიის შესახებ; რა მნიშვნელოვანი გზავნილები შეიძლება ამოვიკითხოთ ამ გაერთიანებაში ჩვენი განათლების და აღზრდის სისტემების მოწყობისათვის და როგორ შეიძლება მივაღწიოთ ბედნიერებას…

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238055 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

გიგი თევზაძე

დაიბადა 1967 წლის 22 ივნისს

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1992 და 1997 წლებში დაიცვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატისა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საველე სამუშაო იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენისცენტრში (1985-1995), რეგიონული გაზეთის გამომცემელი (1987-1988), ლექტორი (1992-დანდღემდე), სამთავრობო რეფორმების კონსულტანტი (1995-1997 – UNDP, 2000-2001 – მსოფლიო ბანკი). ასევე, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის (1997-2000), სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრის (2001-2003), საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის დირექტორის (2004-2006) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის (2006-2013) თანამდებობებზე; 2006 წელს, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და დავალებით, დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს ეკავა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა, ხოლო 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.

გიგი თევზაძე 60-ზემეტი სამეცნიერო სტატიის, 16 (მათ შორის, 3 მხატვრული) წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულე ნებზე. კვლევის სფეროებია: ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, განათლების პოლიტიკა, ევოლუციის თეორია, ეთნოეკოლოგია, ადამიანის გენეტიკა, სოციალური ნეირომეცნიერება და ტვინის კვლევა.

არის ავტორი წიგნებისა: საბოლოო ფილოსოფია, განჯადოება, ევოლუცია, რატომ გწამს ღმერთი, საქართველო - ძალაუფლების დაბრუნება , უცნობი წიგნები და სხვა ისტორია.

აღწერა

ეს წიგნი მხოლოდ 200 ეგზემპლარად დაიბეჭდა და ხელახლა აღარ გამოიცემა ამ სახით. წიგნის online ვერსია უფასოა. ამგვარად გამოცემა ეფუძნება თეორიას, რომლის მიხედვითაც, ჩვენს სამყაროში ქაღალდის წიგნი თანდათან ექსკლუზიური სიამოვნება და საკოლექციო ღირებულების მქონე იქნება, წიგნის ელექტრონული ვერსია კი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ISBN 9789941238055
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

186

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.179 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…