25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ქვიან სანაპიროზე

8,90 

თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, იენ მაკიუენის 2007 წელს დაწერილი რომანი „ქვიან სანაპიროზე“, მცირე ზომის მიუხედავად, ბუკერის პრემიის ფინალისტთა სიაში მოხვდა. „მონანიებისა“ და „ცემენტის ბაღის“ ავტორი სექსუალური ლტოლვის, შიშების, გაუთქმელი საიდუმლოებისა და რომანტიკული ფანტაზიების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება XX საუკუნის ადრეულ 60-იან წლებში ვითარდება. ახალდაქორწინებული წყვილი, ედუარდი და ფლორენსი, თაფლობის თვის გასატარებლად დორსეტში, ცნობილ ქვიან სანაპიროზე – „ჩეზი-ბიჩზე“ – მიემგზავრება.

მარაგშია

არტიკული: 9789941301988 კატეგორია: ჭდე:

გაერთიანებული სამეფო

იენ მაკიუენი

დაიბადა 1948 წელს

იენ მაკიუენი წელს დაიბადა ინგლისში, ჰემფშირში. ბავშვობის დიდი ნაწილი ავტორმა გაატარა აღმოსავლეთ აზიაში, გერმანიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ქვეყნებში, სადაც მამამისს ამწესებდნენ არმიიდან. ინგლისში დაბრუნებისა და განათლების მიღების შემდგომ წერას მიჰყო ხელი.

მისი პირველი ნამუშევრები 70-80-იან წლებში ძალზე მძაფრი იყო და გამოხმაურებაც შესაბამისი ჰქონდა. მისი პერსონაჟები ხშირად ექსტრემალური ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ და ამის გამო ავტორს „იენ მაკაბრიც“ კი შეარქვეს. ბოლო წლებში მისი ნაწარმოებები დროსთან რელევანტურია და აქტუალურ საკაცობრიო საკითხებს შეეხება.

რამდენიმე ნაყოფიერად გატარებული სამწერლო ათწლეულის, უამრავი ჯილდოსა და აღიარების შემდეგ, მაკიუენი დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანელი მწერალია.

აღწერა

მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, იენ მაკიუენის 2007 წელს დაწერილი რომანი „ქვიან სანაპიროზე“, მცირე ზომის მიუხედავად, ბუკერის პრემიის ფინალისტთა სიაში მოხვდა. „მონანიებისა“ და „ცემენტის ბაღის“ ავტორი სექსუალური ლტოლვის, შიშების, გაუთქმელი საიდუმლოებისა და რომანტიკული ფანტაზიების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება XX საუკუნის ადრეულ 60-იან წლებში ვითარდება. ახალდაქორწინებული წყვილი, ედუარდი და ფლორენსი, თაფლობის თვის გასატარებლად დორსეტში, ცნობილ ქვიან სანაპიროზე – „ჩეზი-ბიჩზე“ – მიემგზავრება. შეუღლების მოლოდინი ორივეს განსხვავებულად აშფოთებს. ამბავი პერსონაჟების ქორწინების პირველ დღეს იწყება და იქნებ იმავე ღამეს ტრაგიკულადაც დასრულდეს… რომანმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში და მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე. 2018 წელს კი ეკრანებზე ამავე სახელწოდების ფილმიც გამოვიდა.

მკითხველი გირჩევს:

 

რომანები-სიყვარულზე
რომანები-სიყვარულზე

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.145 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941301988

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.5 X 21.5

გვერდების რაოდენობა

132

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ქვიან სანაპიროზე“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *