Image Alt

წიგნები

ქარვის ჭოგრიტი

11,50 

უილმა ლაირა აუცილებლად უნდა იპოვოს. მათ სახიფათო მოგზაურობა ელით მკვდრების ქვეყანაში, საიდანაც არასოდეს არავინ დაბრუნებულა.
სხვადასხვა სამყაროს უძლიერესი ძალები კი ომისთვის ემზადებიან. როგორც ცოცხალი არსებების, ისე გარდაცვლილთა ბედი ლაირასა და უილის არჩევანზეა დამოკიდებული.

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ფილიპ პულმანი

დაიბადა 1946 წელს

ფილიპ პულმანი ბრიტანელი მკითხველის ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია და ეს პოპულარობა განსაკუთრებით უკავშირდება მის ტრილოგიას „ოქროს კომპასი“. სერიის ერთგვარი გაგრძელებაა მორიგი ტრილოგია „ქვიშის წიგნი“.

პულმანი პრინციპულად იცავს თავის პოზიციებს და ხშირად გამოსულა ადამიანის უფლებების დასაცავად, სახელმწიფოს კონკრეტული გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად, მძაფრად გაუკრიტიკებია ეკლესია და არც გამომცემლებს დარჩენია ვალში მწერლებისა თუ მკითხველთა ინტერესების დასაცავად.

მიღებული აქვს კარნეგის მედალი, გარდიანის პრიზი და ასტრიდ ლინდგრენის პრემია. „თაიმსმა“ იგი 1945 წლის შემდგომ 50 საუკეთესო ბრიტანელი ავტორის სიაში შეიყვანა. BBC-ს გამოკითხვაში, სახელად The Big Read, სადაც ბრიტანელების ფავორიტი 200 ავტორის სია შედგა, პულმანი და მისი „ოქროს კომპასის“ ტრილოგია მესამე ადგილზე არიან „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „სიამაყისა და ამპარტავნების“ შემდეგ.

აღწერა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ფილიპ პულმანის ქარვის ჭოგრიტი “ოქროს კომპასის” ტრილოგიის მესამე ნაწილია.

უილმა ლაირა აუცილებლად უნდა იპოვოს. მათ სახიფათო მოგზაურობა ელით მკვდრების ქვეყანაში, საიდანაც არასოდეს არავინ დაბრუნებულა.
სხვადასხვა სამყაროს უძლიერესი ძალები კი ომისთვის ემზადებიან. როგორც ცოცხალი არსებების, ისე გარდაცვლილთა ბედი ლაირასა და უილის არჩევანზეა დამოკიდებული.

არაერთი ჯილდოს მფლობელი, ბესტსელერი შედევრი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელისაგან.

„შესანიშნავი თავგადასავალი: გაბედული და სახიფათო. სწორედ ასეთი უნდა იყოს საუკეთესო ნაწარმოები.“„ბოლო ათწლეულში ინგლისურ ენაზე შექმნილა ნაწარმოები, რომელიც ამას შეედრება სიღრმითა და მგზნებარებით?“

ISBN 9789941305788
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

494

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.