Image Alt

წიგნები

ქართველები ამერიკაში

7,16 

ქართული ემიგრაციის ისტორია XIX საუკუნის შუაწლებიდან იწყება. ქართველთა დიდი ნაწილი, ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების მსგავსად, ატლანტის ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ვინ იყო პირველი ქართველი ემიგრანტი, დანამდვილებით არავინ იცის. ასევე შეუძლებელია, ყველა იმ ქართველის ვინაობის დადგენა, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და თავისი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941153563 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ირაკლი მახარაძე

დაიბადა 1961 წელს

ირაკლი მახარაძემ დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის კინორეჟისორი და მკვლევარი. გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა ტელეარხებზე და იყო წამყვანი გადაცემებისა კინოსა და მუსიკის შესახებ. ფილმები. არის რამდენიმე დოკუმენტური ნაშრომის ავტორი.

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის პრემია საბა წიგნისათვის დიადი მუნჯი.

გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი დოკუმენტური პროზის ჟანრში: ველური დასავლეთის მხედრები, დიადი მუნჯი, კანვოი.

აღწერა

ქართული ემიგრაციის ისტორია XIX საუკუნის შუაწლებიდან იწყება. ქართველთა დიდი ნაწილი, ევროპის სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების მსგავსად, ატლანტის ოკეანის გადაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა. ვინ იყო პირველი ქართველი ემიგრანტი, დანამდვილებით არავინ იცის. ასევე შეუძლებელია, ყველა იმ ქართველის ვინაობის დადგენა, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და თავისი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

უცხოეთში გადახვეწილ ქართველთა უმრავლესობა, არისტოკრატი თუ გლეხი, გაჭირვებას განიცდიდა; ბევრმა ცხოვრება რესტორნის მიმტანად, მომვლელად და ტაქსის მძღოლად დაასრულა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც მოახერხა და ცხოვრება აიწყო – ზოგი იმის ხარჯზე, რომ მდიდარ და გავლენიან ქალბატონებზე დაქორწინდა და მათი სიმდიდრის წყალობით შეძლო ფუფუნებაში ეცხოვრა; უმრავლესობამ კი საკუთარი ნიჭის მეოხებით ნულიდან დაიწყო ცხოვრება და ახალ სამშობლოს დიდი ამაგი დასდო.

ასეა თუ ისე, მრავალი ქართველისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მეორე სამშობლოდ იქცა, სადაც ბევრმა შეძლო განეხორციელებინა “ამერიკული ოცნება” და გამხდარიყო ქვეყნის სამაგალითო და სახელოვანი მოქალაქე. ქართველები მადლიერნი იყვნენ და არიან ქვეყნისა, რომელმაც გაჭირვების ჟამს დახმარების ხელი გაუწოდა და შეიფარა. მაგრამ ვალში არც თავად დარჩენილან – უამრავმა ამერიკელმა ქართველმა დიდი ღვაწლი დასდო ამერიკას. ასევე მრავალი სახელოვანი ქართველი ამერიკაში დაიბადა

ISBN 9789941153563
ყდის ტიპი

მაგარი სუპერ გარეკანით

გამოცემის წელი

2011

ფორმატი

21.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

154

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.6 kg
ზომები 1.5 × 21.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.