25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ქართულის რვეულები

15,90 

ეს წიგნი XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. აქ ვერ შეხვდებით ფაქტების დეტალურ აღწერას, ზუსტ თარიღებს, წყაროების მიხედვით დამოწმებულ ინფორმაციას. ავტორი მოგვითხრობს იმას, რაც უფრო მნიშვნელოვნად მოეჩვენა, ისტორიული თუ დოკუმენტური წიგნების კითხვისას გონებაში დაელექა და გულში ჩარჩა, რადგან როგორც თავადვე წერს: “მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება.” წიგნს ახლავს ხუთი ჩანართი – ისტორიული პიროვნებებისა და ადგილების ფოტოები, რომელთაგან ბევრი შეიძლება უცნობიც კი იყოს მკითხველისთვის.

მარაგშია

არტიკული: 9789941157905 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

აკა მორჩილაძე

დაიბადა 1966 წელს

აკა მორჩილაძე გიორგი ახვლედიანის ფსევდონიმია. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: უცნობი საქართველო, იონას საქართველო, თბილისის კართან. პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით მოგზაურობა ყარაბაღში და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები.

ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები.

გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული. რომანებმა მოგზაურობა ყარაბაღში, სანტა-ესპერანსა, მადათოვი, ობოლე, მესაიდუმლის ქამარი, ქართულის რვეულები, ჩრდილი გზაზე, ძველი გულებისა და ხმლისა, Maid in Tiflis, მამლუქი, კუპიდონი კრემლის კედელთან დიდი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ეს ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე.

აკა მორჩილაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით. პროფესიით ისტორიკოსი, იგი კარგად იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას; მოგვითხრობს ისეთი ამბების შესახებ, რომლებიც თითქოს გაუგონარი და უცხოა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახლობელი და გასაგებია მკითხველისათვის.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო წარდგენილი იყო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, აკა მორჩილაძემ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა.

რომლითაც მან დასავლეთს ქართული კულტურა და მწერლობა დაანახვა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ქართველი მკითხველი.

აკა მორჩილაძეს რამდენჯერმე მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო რომანისთვის: შენი თავგადასავალი (2003), სანტა-ესპერანსა (2005), ვენერას სიზმარი (2006), Maid in Tiflis (2008), ობოლე (2012), კუპიდონი კრემლის კედელთან (2019) და, ასევე, ილიაუნის ლიტერატურული პრემია რომანისთვის მამლუქი (2010).

მწერალი ამჟამად ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში.

აღწერა

ეს წიგნი XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. აქ ვერ შეხვდებით ფაქტების დეტალურ აღწერას, ზუსტ თარიღებს, წყაროების მიხედვით დამოწმებულ ინფორმაციას. ავტორი მოგვითხრობს იმას, რაც უფრო მნიშვნელოვნად მოეჩვენა, ისტორიული თუ დოკუმენტური წიგნების კითხვისას გონებაში დაელექა და გულში ჩარჩა, რადგან როგორც თავადვე წერს: “მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება.” წიგნს ახლავს ხუთი ჩანართი – ისტორიული პიროვნებებისა და ადგილების ფოტოები, რომელთაგან ბევრი შეიძლება უცნობიც კი იყოს მკითხველისთვის.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.55 kg
ზომები 1.5 × 16 × 23 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941157905

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2013

ფორმატი

16.00 X 23.00

გვერდების რაოდენობა

264

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ქართულის რვეულები“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *