25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები-ქუდი

წიგნები

ქართული, როგორც მეორე ენა 5 მოსწავლის წიგნი

მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დამუშავებული საინტერესო თემატიკის სასწავლო მასალა, რაც უზრუნველყოფს ქართულ ენაზე მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და გრამატიკული კომპეტენციის განვითარებას.

შემოთავაზებულია როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კულტურული რეალიებიდან აღებული საკითხები და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თვითონ საქართველოს ეთნიკური უმცირესობების კულტურული თავისებურებები.

აღწერა

გიორგი ჭაუჭიძე – ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს ავტორი:

– ქართული ენის სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი, ალბათ, გადამწყვეტი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ქართული ენის შესწავლის გარდა, წიგნი მრავალფეროვან ცოდნას აძლევს მოსწავლეებს. მინდა გამოვყო ჩვენი სახელმძღვანელოების რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: თემატური მრავალფეროვნება, რომ შესაფერისი იყოს ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. ჩვენს წიგნებში შესული სხვადასხვა მასალა შეეხება უმცირესობათა კულტურულ გარემოს და მათ თავისებურებებს, აგრეთვე გვაქვს თემები, როგორც ქართული, ასევე, მსოფლიო სხვადასხვა კულტურული რეალიიდან აღებული. აქ განხილულია თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი საკითხები ქართული, კავკასიური და უცხოური კულტურისა და ტრადიციების შესახებ, მოცემულია ცოტა რამ ისტორიაზე, კულინარიაზე, ბუნებისმეტყველებაზე, ასტრონომიასა და ენათმეცნიერებაზეც კი. სახელმძღვანელო ასწავლის მოსწავლეებს, რომ სხვადასხვა ეთნოსსა და ერს განსხვავებულთან ერთად უამრავი რამ აქვს საერთო და რომ საინტერესოა როგორც ეს მსგავსება, ისე განსხვავება. წიგნი რამდენიმე პატარა ნაწყვეტის საშუალებით გვაცნობს სხვადასხვა ქართველ თუ უცხოელ, კლასიკოს თუ თანამედროვე ავტორს.

სახელმძღვანელო ხელს უწყობს იმ ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც წარმოდგენილია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში. კერძოდ, წარმოდგენილი ტექსტების შინაარსი ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩამოყალიბებას ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად.

სახელმძღვანელოების სანიმუშო გვერდები შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ:

ქართული მეორე ენა 5

უფრო დეტალურად სახელმძღვანელოს შესახებ ნახეთ ვიდეო:

 

პროდუქტის მონაცემები

ISBN

9789941306174

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2020

ავტორი

ნ.ჭანკვეტაძე, გ.ჭაუჭიძე

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავი პირველი შემფასებელი: „ქართული, როგორც მეორე ენა 5 მოსწავლის წიგნი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *