Image Alt

წიგნები

ქარი / პინბოლი

14,90 

„მურაკამი ნაწარმოებში იდეალურად აღწერს, როგორ შეიძლება შეცვალოს სიურრეალისტურმა და ერთი შეხედვით, ზებუნებრივმა შეხვედრებმა ყოველდღიური ცხოვრების ლანდშაფტი“.
„ვაშინგტონ პოსტი“

მარაგში

იაპონია

ჰარუკი მურაკამი

დაიბადა 1949 წელს

ჰარუკი მურაკამი - თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნამუშევრები ზოგადად ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“. მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდა.

ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით. იაპონური ლიტერატურა ხშირად ხაზს უსვამს ენის სილამაზეს, რამაც შესაძლოა კომპოზიცია შეზღუდოს, მაშინ როცა მურაკამის სტილი შედარებით თავისუფალი და სხარტია.

მურაკამი თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში ტოკიოში, სადაც მის მომავალ მეუღლეს, იოკოს, შეხვდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ტორუ ვატანაბე (ნოვეგიული ტყე), მუშაობს. 25 წლის ჰარუკი მურაკამიმ 1974 წელს ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა კოკობუნძიში, ტოკიო, რომელიც 1974-82 წლებში ჰქონდა. მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს.

1978 წელს ბეისბოლოს თამაშის ყურებისას, უცბად იგრძნო, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ბარის დაკეტვის მერე დიდხანს იჯდა ხოლმე მურაკამი თავისივე ბარშივე და რომანს წერდა, ეს იყო უსმინე ქარის სიმღერას, რომელიც 1979 წელს გამოვიდა და მიიღო ჯერ ჟურნალ გუნძო-ს პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ ნომა-ს პრემია. ხოლო წლის ბოლოს იგივე წიგნი 150 000 ტირაჟით გაიყიდა. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.

აღწერა

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

„მურაკამი ნაწარმოებში იდეალურად აღწერს, როგორ შეიძლება შეცვალოს სიურრეალისტურმა და ერთი შეხედვით, ზებუნებრივმა შეხვედრებმა ყოველდღიური ცხოვრების ლანდშაფტი“.
„ვაშინგტონ პოსტი“
თანამედროვე იაპონელ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორის, ჰარუკი მურაკამის წიგნები მსოფლიოს ბევრ ენაზეა თარგმნილი.
„ყური მიუგდე ქარის სიმღერას“ და „პინბოლი, 1973“ სახელგანთქმული „ვირთხას ტრილოგიის“ პირველი და მეორე რომანებია. ორი რომანი ორ მარტოსულ ადამიანზე…
ნაწყვეტი წიგნის წინასიტყვაობიდან: „უეცრად, სრულიად უმიზეზოდ და უსაფუძვლოდ თავში დამარტყა: „მგონი, რომანის დაწერას შევძლებ“. ახლაც კარგად მახსოვს ის შეგრძნება. თითქოს ციდან რაღაც ფარფატით დაეშვა და მე მარჯვედ დავიჭირე. წარმოდგენა არ მქონდა, ჩემს ხელში რატომ აღმოჩნდა. პასუხი დღესაც კი არ მაქვს. ასე იყო თუ ისე, ეს მოხდა. თითქოს გამოცხადებას ჰგავდა; ან შეიძლება „გონების განათება“ უკეთესი სიტყვა იყოს“.

ISBN 9789941239083
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

208

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,245 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.