Image Alt

წიგნები

ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე

13,90 

ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალი – ოსნე საიეშტადი ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე „ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941151019 კატეგორია:

აღწერა

ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალი – ოსნე საიეშტადი ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე „ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება.

ამ წიგნში მისი „მუზა” ავღანეთია – მრავალწლიანი შინა და გარე ომებით ძალაგამოცლილი მაჰმადიანური ქვეყანა შუა აზიაში, რომელიც ჯერაც საშიშ ადგილადაა მიჩნეული ტერორიზმისა და ფანატიკოსი მუსლიმების სიმრავლის გამო.

ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ადამიანის „შინაგანი ომები” იწვევს – ის, რაც პოტენციურად ფანატიზმისა და ტერორიზმის სათავეც კი შეიძლება იყოს.

წიგნის მთავარი პერსონაჟებიც რიგითი ავღანელები არიან, იქნება ეს წიგნებით მოვაჭრე პატრიარქატული ოჯახის უფროსი სულთან ხანი თუ მისივე დიდი ოჯახის წევრები – მამაკაცები და თითქმის უუფლებო ქალები – თავიანთი ფიქრებით, ემოციებით, შინაგანი კონფლიქტებით…

ყველაფერი, რაც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია – ყველაფერი თავად ავტორმა ნახა, მოისმინა და განიცადა სულთან ხანის ოჯახში ცხოვრებისას…

ოსნე საიეშტადი, როგორც ქალი, გამორჩეულ ყურადღებას ქალებს უთმობს და ცდილობს, სქელი ჩადრის მიღმა მიმალული არა მხოლოდ მათი სახე, არამედ შინაგანი სამყარო და გრძნობებიც გამოააშკარაოს.

ISBN 9789941151019
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2009

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

328

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.