Image Alt

წიგნები

პროფესორის საყვარელი ფორმულა

10,90 

მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი

თანამედროვე იაპონელი მწერლის, იოკო ოგავას რომანი „პროფესორის საყვარელი ფორმულა“ ამბავია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მხოლოდ აწმყოთი ცხოვრება და როგორ შეუძლია საიდუმლოებით მოცულ ტოლობებს, მარტოსული ადამიანების ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშიროს. ნაწარმოების მიხედვით 2006 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს.

მარაგშია

არტიკული: 9789941307102 კატეგორია:

იაპონია

იოკო ოგავა

დაიბადა 1962 წელს

იოკო ოგავა ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა თანამედროვე იაპონურ მწერლობაში. მისი ნაწარმოებები როგორც იაპონურ, ისე მსოფლიოს წამყვან ლიტერატურულ პერიოდიკაში (The New Yorker, A Public Space, Zoetrope: all-Story) 1980-იანი წლებიდან იბეჭდებოდა. დღემდე მწერალმა გამოაქვეყნა 20-ზე მეტი ნაწარმოები და მიიღო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი იაპონური ლიტერატურული პრემია.

ნობელიატი მწერლის, კენძაბურო ოეს შეფასებით: „იოკო ოგავას მშვიდი, თუმცა მძაფრი პროზა ადამიანის ფსიქოლოგიის უნაზეს მხარეებს ასახავს.“

აღწერა

სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთAა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.
პროფესორი ბრწყინვალე მათემატიკოსია, რომლის მეხსიერება თავის ტრავმის შემდეგ მხოლოდ 80 წუთს გრძელდება. ყოველ დილით ის და მისი ახალგაზრდა, გონიერი მოსამსახურე, რომელსაც 9 წლის ბიჭი ჰყავს, ხელახლა ეცნობიან ერთმანეთს და მათ შორის უცნაური მეგობრობა ყალიბდება.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესორის მოგონებები ყოველი 80 წუთის შემდეგ იშლება, მის ტვინს წარსულიდან ჯერ კიდევ შემოუნახავს ულამაზესი მათემატიკური განტოლებები და მათი ამოხსნის უზადო, დახვეწილი გზები. რიცხვების უსასრულო მწკრივი მოსამსახურესა და მის შვილს უცხო თვალისგან საიმედოდ დაცული პოეტური სამყაროს კარს უღებს.

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941307102

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

210

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.