Image Alt

წიგნები

პორტობელოელი ჯადოქარი

5,95 

„პორტობელოელი ჯადოქარი” არის ამბავი თანამედროვე ჯადოქარ ქალზე – ქალზე, რომელსაც დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია გარშემომყოფებზე და რომელიც თავისი ძლიერი, ამავე დროს ნაზი ბუნებით ებრძვის წინააღმდეგობებს საზოგადოებასა და საკუთარ თავში.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238390 კატეგორია: ჭდე:

ბრაზილია

პაულო კოელიო

დაიბადა 1947 წელს

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა. 14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული.

აღწერა

მთარგმნელი: მედეა ზუბადალაშვილი

„პორტობელოელი ჯადოქარი” არის ამბავი თანამედროვე ჯადოქარ ქალზე – ქალზე, რომელსაც დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია გარშემომყოფებზე და რომელიც თავისი ძლიერი, ამავე დროს ნაზი ბუნებით ებრძვის წინააღმდეგობებს საზოგადოებასა და საკუთარ თავში.
„სათვალავი არა აქვს ჯადოქრებზე, ფერიებზე, ზებუნებრივ ნიჭზე, პარანორმალურ მოვლენებზე, ბოროტი სულით შეპყრობილ ბავშვებზე მოთხრობილ ამბებს. ვერ დაითვლით ფილმებს, სადაც ნაჩვენებია ზნე-ჩვეულებები და რიტუალები, სადაც ისმის შელოცვები, სადაც ელავენ მახვილები და პენტაგრამები. კეთილი, დაე, მუშაობდეს წარმოსახვა, დაე, გავიაროთ ეს ეტაპი და ის, ვინც მას გაივლის, და თავს არავის მოატყუებინებს, ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად ტრადიციასთან დაამყარებს კონტაქტს.”

ISBN 9789941238390
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2008

ფორმატი

13.00 X 20.00

გვერდების რაოდენობა

244

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.227 kg
ზომები 1.5 × 14 × 21 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.