Image Alt

წიგნები

პეპი სამხრეთის ზღვაში

8,90 

ერთ მშვენიერ დღეს პეპი ნამდვილ წერილს მიიღებს, თანაც მხიარულების კუნძულის მეფისგან – სქელი, თეთრი ბელადი ეფრაიმისგან. მალე გემი „ყიყინა“ პატარა ქალაქს მოადგება და პეპი, ტომი და ანიკა სამხრეთის ზღვისკენ მიჰყავს. პეპი მხიარულების კუნძულის პრინცესა გახდება, ყველა პრინცესაზე კეთილი, ლაღი და ძლიერი.

 

არ არის მარაგში

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური

ერთ მშვენიერ დღეს პეპი ნამდვილ წერილს მიიღებს, თანაც მხიარულების კუნძულის მეფისგან – სქელი, თეთრი ბელადი ეფრაიმისგან. მალე გემი „ყიყინა“ პატარა ქალაქს მოადგება და პეპი, ტომი და ანიკა სამხრეთის ზღვისკენ მიჰყავს. პეპი მხიარულების კუნძულის პრინცესა გახდება, ყველა პრინცესაზე კეთილი, ლაღი და ძლიერი. ამიტომაც იქცევა იქაური ბავშვებისთვის ნამდვილ გმირად: თუ საჭიროა, ზვიგენებსაც ასწავლის ჭკუას და ბანდიტებსაც.

წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის კლასიკად ქცეული წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე კეთილი გოგო.

ISBN 9789941302909
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

120

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,189 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.