Image Alt

წიგნები

პანი

12,90 

მთარგმნელი: თამარ კალანდაძე-ტაბახმელაშვილი

უდიდესი ნორვეგიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კნუტ ჰამსუნის (1859-1950) შემოქმედებაში „პანს“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. მასში სრულად და ზუსტად აისახა მწერლის შემოქმედების მთავარი თემები – თემა სიყვარულ-სიძულვილისა და ზეადამიანისა, რომელსაც ხელეწიფება როგორც გმირობის, ასევე დანაშაულის ჩადენა.

არ არის მარაგში

ნორვეგია

კნუტ ჰამსუნი

1859 - 1952

ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი (პედერსენი) დაიბადა სოფელ ჰამსუნდში ხელმოკლე გლეხის ოჯახში 1859 წელს.

პირველი ნაწარმოები უკვე 18 წლის ასაკში გამოაქვეყნა, თუმცა მალე უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი იძულებული გახდა, ნორვეგია დაეტოვებინა და სხვა ქვეყანაში ეცადა ბედი.

ჰამსუნმა ორჯერ იმოგზაურა ამერიკაში და იქ რამდენიმე წელს დარჩა კიდეც საცხოვრებლად. შემდეგ ეწვია ფინეთს, რუსეთს, ირანს, თურქეთს და ბოლოს 1899 წელს საქართველოსაც, სადაც თბილისის გარდა ქალაქი მცხეთა და ბათუმი მოინახულა. საქართველოთი მოხიბლულმა ამ მოგზაურობის შემდეგ დაწერა წიგნი „მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში“ და პიესა „დედოფალი თამარი“.

აღწერა

კნუტ ჰამსუნი პანი

უდიდესი ნორვეგიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კნუტ ჰამსუნის (1859-1950) შემოქმედებაში.„პანს“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. მასში სრულად და ზუსტად აისახა.მწერლის შემოქმედების მთავარი თემები – თემა სიყვარულ-სიძულვილისა და ზეადამიანისა, რომელსაც ხელეწიფება.როგორც გმირობის, ასევე დანაშაულის ჩადენა.
წიგნის მთავარი გმირები ლეიტენანტი თომას გლანი და ადგილობრივი.ვაჭრის, მაქის ქალიშვილი ედვარდა არიან. რომანიც მათი მგზნებარე და დაუნდობელი სიყვარულის და, ზოგადად, ადამიანის.გონების ლირიკული აღწერაა. მოქმედება ჩრდილოეთ ნორვეგიაში ვითარდება, ნურლანდის ტყისა.და ზღვის ფონზე, რომელთა სილამაზესაც ჰამსუნი.მსუყე ფერებით გვიხატავს.

მწერლის მიზანი მცირე მოცულობის, ყოველგვარი პოლემიკისგან დაცლილი.ლირიკული ნაწარმოების შექმნა იყო. „პანი“ მიიჩნევა ნეორომანტიკის სახარებად, რომლის თითოეული.თავი პოეზიის ნიმუშია.

ISBN 9789941238604
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

168

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,184 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.