25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

პადინგტონი

12,90 

საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას.

მარაგშია

არტიკული: 9789941305047 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

მაიკლ ბონდი

1926 - 2017

მაიკლ ბონდი ბრიტანელი საბავშვო მწერალია, რომელმაც დათვი პადინგტონის თავგადასავლებით გაითქვა სახელი. მაიკლ ბონდის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი. პირველი ქართული თარგმანი 2016 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.  მაიკლ ბონდი ლონდონში, იმ სადგურთან ახლოს ცხოვრობდა, რომლის სახელიც მის ცნობილ გმირს – პადინგტონს –  ჰქვია. იგი 91 წლის ასაკში, 2017 წელს გარდაიცვალა.

„მუდამ მჯეროდა და მჯერა, რომ პადინგტონი ნამდვილად არსებობს. ის მყარად დგას მიწაზე და მშვენივრად შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა. როდესაც ცხოვრებაში პრობლემებს ვაწყდები, ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს, როგორ მოიქცეოდა პადინგტონი ჩემს ადგილას.“  მაიკლ ბონდი, 2001 წელი.

აღწერა

ასაკი: 3+

მთარგმნელი: თეა ბაკურაძე

საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას.

დათვი პადინგტონი ინგლისში შორეული პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის ბრაუნებმა ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები არაჩვეულებრივ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათთან ოჯახის ახალი წევრი, პადინგტონი დასახლდა.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.285 kg
ზომები 1.5 × 19.5 × 24 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941305047

ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

19.50 X 24.00

გვერდების რაოდენობა

32

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „პადინგტონი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *