Image Alt

წიგნები

პადინგტონი გვეხმარება (წიგნი 3)

8,90 

მთარგმნელი: თეა ბაკურაძე

პადინგტონი კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვია. იგი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს, თუმცა მის ყოველ კეთილ საქმეს რატომღაც ხიფათი და აურზაური ახლავს ხოლმე. პადინგტონთან ერთად ყველგან მშვენივრად გაერთობით – პიკნიკზე, აუქციონზე, კინოთეატრსა თუ სამზარეულოში. ამ მოხერხებულ დათვს რა აღარ ემარჯვება – თევზაობა, დურგლობა,   მზარეულობა… საყიდლებზე სიარულში ხომ ბადალი არ ჰყავს! 

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

მაიკლ ბონდი

1926 - 2017

მაიკლ ბონდი ბრიტანელი საბავშვო მწერალია, რომელმაც დათვი პადინგტონის თავგადასავლებით გაითქვა სახელი. მაიკლ ბონდის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი. პირველი ქართული თარგმანი 2016 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.  მაიკლ ბონდი ლონდონში, იმ სადგურთან ახლოს ცხოვრობდა, რომლის სახელიც მის ცნობილ გმირს – პადინგტონს –  ჰქვია. იგი 91 წლის ასაკში, 2017 წელს გარდაიცვალა.

„მუდამ მჯეროდა და მჯერა, რომ პადინგტონი ნამდვილად არსებობს. ის მყარად დგას მიწაზე და მშვენივრად შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა. როდესაც ცხოვრებაში პრობლემებს ვაწყდები, ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს, როგორ მოიქცეოდა პადინგტონი ჩემს ადგილას.“  მაიკლ ბონდი, 2001 წელი.

აღწერა

პადინგტონი კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვია. იგი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს, თუმცა მის ყოველ კეთილ საქმეს რატომღაც ხიფათი და აურზაური ახლავს ხოლმე. პადინგტონთან ერთად ყველგან მშვენივრად გაერთობით – პიკნიკზე, აუქციონზე, კინოთეატრსა თუ სამზარეულოში. ამ მოხერხებულ დათვს რა აღარ ემარჯვება – თევზაობა, დურგლობა,   მზარეულობა… საყიდლებზე სიარულში ხომ ბადალი არ ჰყავს! 

პადინტონის თავგადასავლები, უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, მთელი მსოფლიოს ბავშვებს უხალისებს ცხოვრებას.

ამ სასაცილო და კეთილი ამბების წაკითხვა ახლა უკვე ქართულ ენაზეც შესაძლებელია.

ISBN 9789941308444
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

12.90 X 19.80

გვერდების რაოდენობა

152

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.