25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

პადინგტონი გვეხმარება

8,90 

ვინც პადინგტონს იცნობს, კარგად  იცის, როგორი კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვია. იგი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს, თუმცა მის ყოველ კეთილ საქმეს რატომღაც  ხიფათი და აურზაური მოსდევს  თან.

მარაგშია

არტიკული: 9789941238642 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

მაიკლ ბონდი

1926 - 2017

მაიკლ ბონდი ბრიტანელი საბავშვო მწერალია, რომელმაც დათვი პადინგტონის თავგადასავლებით გაითქვა სახელი. მაიკლ ბონდის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი. პირველი ქართული თარგმანი 2016 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.  მაიკლ ბონდი ლონდონში, იმ სადგურთან ახლოს ცხოვრობდა, რომლის სახელიც მის ცნობილ გმირს – პადინგტონს –  ჰქვია. იგი 91 წლის ასაკში, 2017 წელს გარდაიცვალა.

„მუდამ მჯეროდა და მჯერა, რომ პადინგტონი ნამდვილად არსებობს. ის მყარად დგას მიწაზე და მშვენივრად შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა. როდესაც ცხოვრებაში პრობლემებს ვაწყდები, ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს, როგორ მოიქცეოდა პადინგტონი ჩემს ადგილას.“  მაიკლ ბონდი, 2001 წელი.

აღწერა

მთარგმნელი: თეა ბაკურაძე

ვინც პადინგტონს იცნობს, კარგად  იცის, როგორი კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვია. იგი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ მეზობლებს, თუმცა მის ყოველ კეთილ საქმეს რატომღაც  ხიფათი და აურზაური მოსდევს  თან. ამ წიგნშიც არაფერი ჩაივლის უხმაუროდ. პადინგტონთან ერთად არასოდეს მოიწყენთ, ყველგან მშვენივრად გაერთობით – პიკნიკზე, აუქციონზე, კინოთეატრსა თუ სამზარეულოში. ამ მოხერხებულ დათვს რაღა არ ემარჯვება – თევზაობა, დურგლობა, მზარეულობა… საყიდლებზე სიარულში ხომ ბადალი არ ჰყავს!

პადინგტონი თავისი სიკეთითა და ხიფათიანი თავგადასავლებით დღემდე დიდი თუ პატარა მკითხველების საყვარელი გმირია – ეს კი მასზე დაწერილი რიგით მესამე წიგნი გახლავთ.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.184 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941238642

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

124

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „პადინგტონი გვეხმარება“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *