25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ოთახი

15,90  7,95 

მთარგნელი: ტაო ჭელიძე

„ოთახი“ ირლანდიელ-კანადელმა მწერალმა ემა დონაჰიუმ 2010 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ წლის ბესტსელერად და საუკეთესო წიგნად დაასახელა და შესაბამისი ჯილდოებიც გადასცა. რომანმა მრავალი სხვა პრიზიც დაიმსახურა.

მარაგშია

არტიკული: 9789941238505 კატეგორია: ჭდე:

ირლანდია / კანადა

ემა დონაჰიუ

დაიბადა 1969 წელს

ირლანდიელ-კანადელი მწერალი ემა დონაჰიუ დაიბადა დუბლინში.

დონაჰიუ დრამატურგი და სცენარისტიცაა. რომან „ოთახის“ ადაპტაციისთვის ის ოსკარზეც იყო წარდგენილი საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში.

ამას გარდა, ავტორი ლიტერატურის ისტორიკოსია. 1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე, რომელიც ეხებოდა ქალ და კაც პერსონაჟებს შორის მეგობრობას მე-18 საუკუნის ინგლისურ ლიტერატურაში.

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმობისთვის „ოთახი“იგი ბუკერის პრემიის ფინალისტიც იყო. მხატვრულთან ერთად მას კიდევ არაერთი პიესა და სამეცნიერო ტექსტიც აქვს გამოქვეყნებული.

აღწერა

„ოთახი“ ირლანდიელ-კანადელმა მწერალმა ემა დონაჰიუმ 2010 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ წლის ბესტსელერად და საუკეთესო წიგნად დაასახელა და შესაბამისი ჯილდოებიც გადასცა. რომანმა მრავალი სხვა პრიზიც დაიმსახურა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩაკეტილი სივრცე მოზარდის განვითარებას, სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. ამიტომ მნიშვნელოვანია თავისუფალი გარემოს შექმნა. სწორედ ამ უფლებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან ასეთ ჩაკეტილ, გარე­მოსგან მოწყვეტილ სივრცეში, ერთ პატარა ოთახში დაბადებული ხუთი წლის ჯეკი, რომელსაც რეალური სამყარო თვალით არ უნახავს, და მისი დე, რომელსაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ რეალურ სამყაროში დაბრუნება უნდა. ოთახი

2015 წელს წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა უამ­რავი ჯილდო, და მათ შორის ოთხი ოსკარი დაიმსახურა. წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.397 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941238505

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

428

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.