აღწერა
ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე გამოიცა სერიაში “ლიტერატურული ოდისეა.”
სალმან რუშდი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია. მკითხველები და კრიტიკოსები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელიან წარმოშობით ინდოელი ბრიტანელი ავტორის ახალ, მისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობითა და თამამი იდეებით სავსე ნაწარმოებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინმა მწერალს ფატვა გამოუცხადა.
სალმან რუშდი ნაწარმოებებში ასახავს არეულ, ირეალურ და რეალურ სამყაროს. აქა-იქ გაბნეული, საინტერესო ავტობიოგრაფიული დეტალები, კულტურულ სამყაროთა ურთიერთდაპირისპირება.მეტად საინტერესო სიურრეალისტურ სამყაროს ქმნის, რომელიც, მწერლისავე თქმით, სულაც არაა სინამდვილისგან შორს.
სწორედ ასეთივე, მაგიური რეალიზმის მორიგი ნიმუშია მისი უახლესი, 2015 წელს დაწერილი რომანი „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ – ამბავი ზღაპრული.სამყაროდან დედამიწაზე გამოხმობილ ჯინებზე, რომელთა რისხვა მეხად და ქარტეხილებად დაატყდა ქვეყნიერებას; მომავლის პერსპექტივიდან დანახული.ამბავი კაცობრიობის სასჯელად მოვლენილ უკონტროლო ძალაზე, რომელიც, როგორც ზღაპრებში, ისევ და ისევ ადამიანის გონებით იმართება. სალმან რუშდი
“გამომდინარე იქიდან, რომ „მაგიური რეალიზმი“, როგორც ლიტერატურული ფენომენი, სულ.სხვა ტიპის კულტურამ ჩამოაყალიბა და დაამკვიდრა.ჩვენში, სალმან რუშდის, თითქოსდა, იმავე ჟანრში დაწერილი, მაგრამ ამავე დროს მეტისმეტად უცნაური.ტექსტი, თავდაპირველად, ერთგვარ მიუღებლობას იწვევს.
პირველივე გვერდებიდან აღმოვჩნდებით.აღმოსავლური ზღაპრის ნაცნობ ატმოსფეროში, მაგრამ როდესაც ამ სამყაროს.სხვა სამყაროებთან გადაჯაჭვა და.აზელვა იწყება, ავტორის ეს მანიპულაციები ნაძალადევის.შთაბეჭდილებას ტოვებს. თავისდაუნებურად სამხრეთამერიკელებს ადარებ.და ისინი უფრო ლაღები, ბუნებრივები და სათქმელით დატვირთულები გეჩვენება. ამიტომაც იყო, ის კითხვა რომ გამიჩნდა, რომელმაც ვერ მომასვენა.და ხმამაღლა ამოვთქვი. თუმცა სალმან რუშდი თხრობის ცენტრში, თანდათან, ჯინების ბრძოლას აყენებს და წიგნის ხასიათი იკვეთება.
ეს ბრძოლა წარმოსდგება როგორც რაციონალურის და.ირაციონალურის, მეცნიერების და რწმენის დაპირისპირება, როგორც ორი დიდი მოაზროვნის – ფილოსოფოს იბნ რუშდის და ღვთისმეტყველ ღაზალის პოლემიკა.”
შოთა იათაშვილი
ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.