25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები-ქუდი

წიგნები

ორი ქალაქის ამბავი

0,00 

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

რომანი, რომელიც მხატვრული ტექსტის სტილისტიკურ ინტერპრეტაციაში სამაგიდო წიგნადაა აღიარებული, საფრანგეთის რევოლუციის ეპოქას აღწერს, მაგრამ წარმოუდგენლად თანამედროვედ მოგეჩვენებათ. მოყვასის მიმართ ენით აუწერელ სისასტიკეს ამოუხსნელი სიმაღლის ქრისტიანული სიყვარული და თავგანწირვა უპირისპირდება, ტრაგიზმს – სატირა და იუმორი, ეპოქის თუ გარემოს სიღრმისეულ აღწერას – დაძაბული დეტექტიური სიუჟეტი, და უმაღლესი სამწერლობო ოსტატობით ნაძერწ პერსონაჟებთან ერთად თქვენდაუნებურად თავდავიწყებით გადაეშვებით კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის პარიზსა და ლონდონში სამოგზაუროდ.

არ არის მარაგში

ISBN: 9789941305795 კატეგორია: , ჭდე:

გაერთიანებული სამეფო

ჩარლზ დიკენსი

1812 - 1870

ბრიტანელი მწერალი ჩარლზ დიკენსი 1812 წლის 7 თებერვალს ინგლისის სამხრეთით მდებარე ზღვისპირა ქალაქ პორტსმუტში დაიბადა. შვიდ და-ძმას შორის ის რიგით მეორე ვაჟი იყო.

ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, ხოლო ლონდონში გადასვლის შემდეგ, როცა ჩარლზი 12 წლის იყო, დიდი ვალების გამო, მამა ციხეში ჩასვეს. ამ პერიოდიდან დიკენსი თავად ცდილობდა, ოჯახის რჩენაზე ეზრუნა და, უმეტესად, შავი სამუშაოს კეთება უწევდა. მოგვიანებით მისი იუმორისტული სკეტჩები, რომლებსაც ფსევდონიმით აქვეყნებდა, სხვადასხვა ჟურნალში გამოჩნდა.

24 წლისას უკვე თავისი ჟურნალი ჰქონდა, რომელშიც პირველი რომანის, „ოლივერ ტვისტის“, გამოქვეყნება დაიწყო. რომანს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ამერიკაში, დიდი წარმატება ხვდა წილად. მომდევნო წლებში გამოიცა მისი არანაკლებ ცნობილი რომანებიც, რომლებიც დღეს კლასიკადაა აღიარებული.

აღწერა

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ნუ შეგაშინებთ წიგნის სიდიდე ან ის, რომ „ორი ქალაქის ამბავი“ სამი საუკუნის წინანდელ ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება, რადგან, თქვენდა გასაოცრად, უამრავ საერთოს აღმოაჩენთ დღევანდელობასთან. რომანი, რომელიც მხატვრული ტექსტის სტილისტიკურ ინტერპრეტაციაში სამაგიდო წიგნადაა აღიარებული, საფრანგეთის რევოლუციის ეპოქას აღწერს, მაგრამ წარმოუდგენლად თანამედროვედ მოგეჩვენებათ. მოყვასის მიმართ ენით აუწერელ სისასტიკეს ამოუხსნელი სიმაღლის ქრისტიანული სიყვარული და თავგანწირვა უპირისპირდება, ტრაგიზმს – სატირა და იუმორი, ეპოქის თუ გარემოს სიღრმისეულ აღწერას – დაძაბული დეტექტიური სიუჟეტი, და უმაღლესი სამწერლობო ოსტატობით ნაძერწ პერსონაჟებთან ერთად თქვენდაუნებურად თავდავიწყებით გადაეშვებით კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის პარიზსა და ლონდონში სამოგზაუროდ. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ის, რაც იქ ხდება, წარსულს ჩაბარდა ან, რომ დიკენსი მოკვდა: ის ისეთივე ცოცხალია დღეს, როგორც 1859 წელს, როცა ამ რომანს წერდა. დაბოლოს, ერთი ამონარიდი ვახტანგ ჯავახაძის პუბლიკაციიდან „ისევ გალაკტიონი“: „დიკენსი გალაკტიონის რჩეულ ავტორთა შორის უნდა დავასახელოთ: „…აქ ვკითხულობდი დიკენსს.

…დიკენსის გმირივით მიყვარდა ცეცხლთან ჩაფიქრება. …მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს, ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება.

…როგორც უყვარდათ დიკენსის გმირებს. …ავიღებ ხელში ისევე დიკენსს. …ვარჩევდი დიკენსს. …დავხურავ დიკენსს.“ ასე რომ, „ორი ქალაქის ამბავი“ ნამდვილად წასაკითხი ამბავია.

პროდუქტის მონაცემები

ISBN

9789941305795

ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.5 X 21.5

გვერდების რაოდენობა

512

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავი პირველი შემფასებელი: „ორი ქალაქის ამბავი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *