Image Alt

წიგნები

ნეირომანსერი

5,56 

რომანს დამსახურებულად მიიჩნევენ კიბერპანკის ბიბლიად – ჟანრისა, რომელმაც ყველაზე ნათლად და რეალისტურად დაგვანახვა მომავლის საზოგადოების ფსკერი. წიგნი ჟანრული ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული – „ნებულას“, ფილიპ კ. დიკისა და ჰუგოს პრემიების მფლობელია. ქეისის ისტორია თქვენს სენსორიუმშიც შემოაღწევს და, მიუხედავად იმისა, რა სახის ყინული დახვდება იქ, სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი წიგნებთან გაკავშირებთ.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941239045 კატეგორია: ჭდე:

ა.შ.შ. / კანადა

უილიამ გიბსონი

აღწერა

მთარგმნელი: ზაზა კოშკაძე

მომავლის სამყაროს მიწისქვეშეთში ერთი გზააბნეული კოვბოი ცხოვრობს, სახელად ქეისი. ის დეპრესიაშია, რადგან მატრიციდან გათიშეს. ღამღამობით კაფსულაში სძინავს, დღისით კი ჩიბაქალაქის პაბებში სვამს.

ერთ დღეს მას უცნობი ადამიანები ეწვევიან და ერთი სამსახურის სანაცვლოდ ვირტუალურ სამყაროსთან დასაკავშირებელი ნერვის აღდგენას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ქეისი თანხმდება. ის მიდის და ჩვენც თან მივყავართ ამ სახიფათო, გამაოგნებელ, მოულოდნელობებით აღსავსე ვირტუალურ თავგადასავალში. კანადელი მწერლის, უილიამ გიბსონის „ნეირომანსერში“ ჩვენ თვალწინ ახალი ჟანრი იბადება.

რომანს დამსახურებულად მიიჩნევენ კიბერპანკის ბიბლიად – ჟანრისა, რომელმაც ყველაზე ნათლად და რეალისტურად დაგვანახვა მომავლის საზოგადოების ფსკერი. წიგნი ჟანრული ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული – „ნებულას“, ფილიპ კ. დიკისა და ჰუგოს პრემიების მფლობელია. ქეისის ისტორია თქვენს სენსორიუმშიც შემოაღწევს და, მიუხედავად იმისა, რა სახის ყინული დახვდება იქ, სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი წიგნებთან გაკავშირებთ.

ISBN 9789941239045
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

399

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.375 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.