Image Alt

წიგნები

ნადირობა ცხვარზე

14,90 

„ნადირობა ცხვარზე“ „ვირთხას ტრილოგიის“ ბოლო წიგნია, მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით გაჯერებული. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა, განსაკუთრებული არაფერი… ეს ყველაფერი როგორღაც თავისთავად, იოლად აღიქმება, მაგრამ აი, სულ ორიოდე გვერდზე აღწერილი ფინალი, და… უცებ ქრება ყოველგვარი სიმარტივეც და უბრალოებაც.

მარაგში

იაპონია

ჰარუკი მურაკამი

დაიბადა 1949 წელს

ჰარუკი მურაკამი - თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნამუშევრები ზოგადად ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“. მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდა.

ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით. იაპონური ლიტერატურა ხშირად ხაზს უსვამს ენის სილამაზეს, რამაც შესაძლოა კომპოზიცია შეზღუდოს, მაშინ როცა მურაკამის სტილი შედარებით თავისუფალი და სხარტია.

მურაკამი თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში ტოკიოში, სადაც მის მომავალ მეუღლეს, იოკოს, შეხვდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ტორუ ვატანაბე (ნოვეგიული ტყე), მუშაობს. 25 წლის ჰარუკი მურაკამიმ 1974 წელს ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა კოკობუნძიში, ტოკიო, რომელიც 1974-82 წლებში ჰქონდა. მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს.

1978 წელს ბეისბოლოს თამაშის ყურებისას, უცბად იგრძნო, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ბარის დაკეტვის მერე დიდხანს იჯდა ხოლმე მურაკამი თავისივე ბარშივე და რომანს წერდა, ეს იყო უსმინე ქარის სიმღერას, რომელიც 1979 წელს გამოვიდა და მიიღო ჯერ ჟურნალ გუნძო-ს პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ ნომა-ს პრემია. ხოლო წლის ბოლოს იგივე წიგნი 150 000 ტირაჟით გაიყიდა. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.

აღწერა

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

„ნადირობა ცხვარზე“ „ვირთხას ტრილოგიის“ ბოლო წიგნია, ჰარუკი მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით გაჯერებული. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა, განსაკუთრებული არაფერი… ეს ყველაფერი როგორღაც თავისთავად, იოლად აღიქმება, მაგრამ აი, სულ ორიოდე გვერდზე აღწერილი ფინალი, და… უცებ ქრება ყოველგვარი სიმარტივეც და უბრალოებაც.

ფინალი მართლაც ბევრ კითხვას ბადებს, რომლებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. წიგნი ყოველგვარი განმარტების გარეშე, ერთბაშად მთავრდება, რაც გამოუცდელ მკითხველს ლამის გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, თუ ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიუჟეტური ხაზის იმედად დარჩება. მაშველი რგოლის მაგივრობას ფსიქოანალიზი თუ გაგიწევთ, რის წყალობითაც, საბოლოოდ ყველაზე თუ არა, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს.

ISBN 9789941235184
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

366

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,432 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.