Image Alt

წიგნები

მოთხრობების სრული კრებული

25,90 

მართალია, კაფკას ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, მაგრამ მოთხრობების სრული კრებული (მათ შორისაა დღემდე უთარგმნელი რამდენიმე ნაწარმოებიც) ქართულად პირველად ქვეყნდება.

მარაგში

ჩეხეთი

ფრანც კაფკა

1883 - 1924

XX საუკუნის გენიალური მწერალი ფრანც კაფკა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე, დაიბადა პრაღაში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში.

გიმნაზიის დამთავრებისთანავე მან სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში და ლიტერატურითაც სტუდენტობისას დაინტერესდა. აქვე დაუახლოვდა მაქს ბროდს, რომელმაც შემდგომ მისი ნაწარმოებების ბედი შეცვალა. მწერალს არცერთი რომანი არ დაუსრულებია და საკუთარი ნაშრომების უმეტესობა დაწვა. სიცოცხლეში მისი ტალანტი არავის უღიარებია. რამდენჯერმე გამოაქვეყნა მოთხრობები, თუმცა წარუმატებლად. მწერალი 1924 წელს ტუბერკულოზმა შეიწირა. მაქს ბროდმა არ შეუსრულა მეგობარს უკანასკნელი სურვილი, გაენადგურებინა მისი თხზულებები და გამოაქვეყნა ისინი. ასე გაიცნო მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მწერალი - ფრანც კაფკა.

აღწერა

მთარგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე

კაფკას მეგობარმა, მაქს ბროდმა მწერლის ანდერძი არ შეასრულა („უსაყვარლესო მაქს, ყველაფერი… დაწვი სრულად და წაუკითხავად“),
ბევრი იღვაწა, რომ მისი დანატოვარი ყოველი სტრიქონი გამოექვეყნებინა და კაცობრიობას მარადიული საჩუქარი უძღვნა: სიცოცხლეში კაფკას მხოლოდ მკითხველთა ვიწრო წრე იცნობდა, საუკუნის შემდეგ კი მისი შემოქმედების შესახებ ლიტერატურული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური თუ ლინგვისტური კვლევები კვლავაც არ წყდება.

მართალია, კაფკას ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, მაგრამ მოთხრობების სრული კრებული (მათ შორისაა დღემდე უთარგმნელი რამდენიმე ნაწარმოებიც) ქართულად პირველად ქვეყნდება.

ISBN 9789941306822
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

518

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…