25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

მოთხრობები ქალებზე

12,90 

„სულაკაურის გამომცემლობა” რევაზ ინანიშვილის თემატურ კრებულებს გთავაზობთ – „მოთხრობები სიყვარულზე” და „მოთხრობები ქალებზე“.

ეს გამოცემები ძვირფასი საჩუქარია როგორც მწერლის შემოქმედების მოყვარულების, ასევე ახალგაზრდა მკითხველებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ რევაზ ინანიშვილის მდიდარი შემოქმედების გაცნობას.

ამ კრებულში გაერთიანებული მოთხრობების მთავარი გმირები ქალები არიან – ცოლები, დები, შეყვარებულები, დედები, ბებიები და სულ პატარა გოგონები – სოფლელი და ქალაქელი ქალები: ამაყები, ყოჩაღები, იმედიანები და იმედგაცრუებულები, მხნეები და დაღლილები, თავგანწირულები, ერთგულები, ანცები, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო – ისინი იცავენ ავკაცობისაგან დასანგრევად განწირულ ქვეყანას.

მარაგშია

არტიკული: 9789941306648 კატეგორია: ჭდე: ,

საქართელო

რევაზ ინანიშვილი

1926 - 1991

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. თერთმეტი წლისა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვდასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილებასა და მწერალთა კავშირში. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნალ „დილას“ რედაქტორი. კრებული „პირველი მოთხრობები“ 1953 წელს გამოაქვეყნა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი 1991 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

აღწერა

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941306648

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.5 X 21.5

გვერდების რაოდენობა

308

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…