25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

მორტენი, დიდედა და ქარიშხალი (7)

7,90 

ამ წიგნში ბევრი პერსონაჟია, რომლებსაც წინა წიგნებიდანაც იცნობთ, მათ შორის – ულე ალექსანდრე, მისი ძველი მეზობლები და ტყის სახლის ყველა ბინადარი, სამოვრის მილისა და ვარდოს ჩათვლით

მარაგში

არტიკული: 9789941239175 კატეგორია: ჭდე: , ,

ნორვეგია

ანე-კატარინე ვესტლი

1920 - 2008

ანე-კატარინე ვესტლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი საბავშვო მწერალია. იგი 49 წიგნის ავტორია და ბევრი მათგანი დღეს საბავშვო კლასიკად ითვლება. ქართველი პატარა მკითხველების ერთ-ერთი საყვარელი სერია, რომელიც დიდი ოჯახის სახალისო ამბებს მოგვითხრობს, სრული სახით პირველად „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ შვიდ ნაწილიანი სერიის პირველი წიგნია.

2019 წელს, ნორვეგიული ენიდან ითარგმნა ვესტლის კიდევ ერთი არანაკლებ ცნობილი ნაწარმოები, რომელიც ბევრს ბავშვობიდან ახსოვს; „ავრორა Z კორპუსიდან“, გოგონა ავრორას, მისი მზრუნველი მამისა და პატარა ძამიკოს ამბებს მოგვითხრობს.

აღწერა

მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი

ამ წიგნში ბევრი პერსონაჟია, რომლებსაც წინა წიგნებიდანაც იცნობთ, მათ შორის – ულე ალექსანდრე, მისი ძველი მეზობლები და ტყის სახლის ყველა ბინადარი, სამოვრის მილისა და ვარდოს ჩათვლით, თუმცა ეს წიგნი ყველაზე მეტს მაინც მორტენის შესახებ გვიყვება, რომელიც დიდედასთან ერთად ჯერ მეტად უჩვეულო საშობაო საჩუქარს მოიფიქრებს მშობლებისთვის, მერე კი ერთ მასავით ჭკვიანსა და კეთილ ბიჭს, პეტერ ბენედიქტს დაუმეგობრდება, რომლის შესახებაც ადრე ნამდვილად არაფერი გსმენიათ.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.25 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941239175

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

184

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მორტენი, დიდედა და ქარიშხალი (7)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…