25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

მონანიება

19,90  9,95 

21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის – სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.
ბუკერისა და სხვა მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იენ მაკიუენი თოთხმეტი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორია.

მარაგშია

არტიკული: 9789941301261 კატეგორია: ჭდე:

გაერთიანებული სამეფო

იენ მაკიუენი

დაიბადა 1948 წელს

იენ მაკიუენი წელს დაიბადა ინგლისში, ჰემფშირში. ბავშვობის დიდი ნაწილი ავტორმა გაატარა აღმოსავლეთ აზიაში, გერმანიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ქვეყნებში, სადაც მამამისს ამწესებდნენ არმიიდან. ინგლისში დაბრუნებისა და განათლების მიღების შემდგომ წერას მიჰყო ხელი.

მისი პირველი ნამუშევრები 70-80-იან წლებში ძალზე მძაფრი იყო და გამოხმაურებაც შესაბამისი ჰქონდა. მისი პერსონაჟები ხშირად ექსტრემალური ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ და ამის გამო ავტორს „იენ მაკაბრიც“ კი შეარქვეს. ბოლო წლებში მისი ნაწარმოებები დროსთან რელევანტურია და აქტუალურ საკაცობრიო საკითხებს შეეხება.

რამდენიმე ნაყოფიერად გატარებული სამწერლო ათწლეულის, უამრავი ჯილდოსა და აღიარების შემდეგ, მაკიუენი დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანელი მწერალია.

აღწერა

მთარგმნელი: ანა აბულაშვილი

„პირვანდელი ჩვენების ისევ და ისევ გამეორება აძლევდა ბრაიონის საშუალებას, შეცდომის ბუნდოვანი შეგრძნებისაგან გათავისუფლებულიყო და იმ ზიანის სიდიადეზე არ ეფიქრა, რასაც სხვას აყენებდა“.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს. ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის – სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.

ბუკერისა და სხვა მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იენ მაკიუენი თოთხმეტი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორია. „მონანიება“ საყოველთაოდ მიჩნეულია მაკიუენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.488 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941301261

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

450

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მონანიება“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *