Image Alt

წიგნები

მკვდრების ქალაქი

11,90 

„მეოცე საუკუნის 90-იანებმა საქართველოს მძიმე კვალი დაატყო. თავს დატეხილმა სამხედრო კონფლიქტებმა და სოციალურმა კოლაფსმა ქვეყანაში ბევრ ოჯახს შეაცვლევინა ცხოვრების წესი და კურსი. ნაწილმა ემიგრაციაში გაქცევით უშველა თავს, ქვეყანაში დარჩენილები კი თითქოს რაღაც უზნეო ექსპერიმენტების მსხვერპლად იქცნენ. მათგან ბევრი სწორედ ამ ცვლილებების ხანაში ტრანსფორმირდა მუტანტების ოჯახად.
„მკვდრების ქალაქი“ შავ-თეთრი რომანია.

არ არის მარაგში

საქართველო

ბესო ხვედელიძე

დაიბადა 1972 წელს

ბესო ხვედელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ამავე პერიოდში იყო გადაცემა მოვლენის წამყვანი. 1992-93 წლებში იყო აფხაზეთში ომის კორესპონდენტად. შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა და რედაქტორად დაიწყო მუშაობა ჟურნალებში სუფთა წერა და პარნასი. ამავე დროს იყო რადიოს მუსიკალური გადაცემის წამყვანი. 2013 წელს ბესო ხვედელიძე ნეპალში გადასახლდა და ცხოვრების უმეტეს ნაწილს დღემდე იქ ატარებს. იგი ოცამდე წიგნის ავტორი და რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელია. მწერლის ნაწარმოებები 10-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

აღწერა

„მეოცე საუკუნის 90-იანებმა საქართველოს მძიმე კვალი დაატყო. თავს დატეხილმა სამხედრო კონფლიქტებმა და სოციალურმა კოლაფსმა ქვეყანაში ბევრ ოჯახს შეაცვლევინა ცხოვრების წესი და კურსი. ნაწილმა ემიგრაციაში გაქცევით უშველა თავს, ქვეყანაში დარჩენილები კი თითქოს რაღაც უზნეო ექსპერიმენტების მსხვერპლად იქცნენ. მათგან ბევრი სწორედ ამ ცვლილებების ხანაში ტრანსფორმირდა მუტანტების ოჯახად.

„მკვდრების ქალაქი“ შავ-თეთრი რომანია.

მკვდრების ქალაქში მკვდარი და გახრწნილია ყველა ის თვისება და ფასეულობა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, იყოს ის, ვინცაა სინამდვილეში, ანუ ბუნებრივად მართალი. მსხვერპლშეწირვა არა მხოლოდ რომანის საკვანძო რიტუალი, არამედ ერთადერთი გამოსავალიცაა – ქცევა, იდეა – როდესაც ადამიანი (მამა) ყველაზე ძვირფასს თმობს სხვის (შვილის) გადასარჩენად.

რომანში ყველაფერი მოძრაობს, ვიბრირებს, დინამიკაშია, იცვლება, არ დგას, მიედინება, როგორც მკვდრების ქალაქის უფერო მდინარე. თითქოს მოცემული გიჟური და კომიკური უწესრიგობაც აუცილებელია, რომ დაშლილი ოჯახური ფაზლი უფრო ზუსტად, მყარად და სამართლიანად აღდგეს. ყველა კონფლიქტი ხომ მაინც მშვიდობისკენ ლტოლვის ქვეცნობიერი მცდელობაა.“
იავეკუა (კუნძული)

 

ISBN 9789941239465
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

10.50 X 16.00

გვერდების რაოდენობა

186

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,146 კგ
ზომები 1,5 × 11 × 16 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.