25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

მიდი, დააყენე დარაჯი

14,90 

დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული  “ნუ მოკლავ ჯაფარას” მთავარი გმირი, ნიუ-იორკში განათლებამიღებული ჯინ ლუიზი დროებით უბრუნდება თავის მშობლიურ მეიკომს, ტიპურ სამხრეთულ ქალაქს, სადაც უმწვავეს პრობლემას აწყდება. ეს არის კონფლიქტი პიროვნების სინდისსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზროვნებას შორის; ეს არის კერპების მსხვრევის ხარჯზე საკუთარი „მეს“ აღმოჩენის მტკივნეული ხანა. ახალგაზრდა ქალი დილემის წინაშე დგება – შეეგუოს რასობრივი დისკრიმინაციით გაჯერებულ რეალობას, რომლის ნაწილიც მისი სათაყვანებელი მამა და ახლობლებიც აღმოჩნდნენ, თუ წინ აღუდგეს მას.

მარაგშია

არტიკული: 9789941236488 კატეგორია: ჭდე: ,

ა.შ.შ.

ჰარპერ ლი

1926 - 2016

ნელ ჰარპერ ლი დაიბადა ალაბამაში, ქალაქ მონროვილში. იგი ავტორია ნაწარმოებებისა „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „მიდი, დააყენე დარაჯი“. პირველს დიდი წარდგენა არ სჭირდება: ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია სხვადასხვა ასაკის მკითხველისათვის. რაც შეეხება მეორეს, წიგნი ავტორის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოვიდა და უდავოდ წლის ლიტერატურული მოვლენა იყო 2015 წელს.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა. ჰარპერ ლის სხვა უამრავი ჯილდო და პრემიაც მიუღია, მათ შორის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, რომელიც ბარაკ ობამამ გადასცა. ავტორმა ხელი შეუწყო თავის უახლოეს მეგობარს, ტრუმენ კეპოუტის სამწერლო კარიერის წამოწყებაში.

ჰარპერ ლის მამაც ატიკუს ფინჩივით ადგილობრივი იურისტი იყო და, ჭყიტას მსგავსად, თვითონაც დაუდეგარი ბავშვი გახლდათ. წიგნში მომხდარი ამბებიც დიდწილად მისი ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. გამოცემიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს ნაწარმოები დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანისტურ ნაწარმოებად, რომელიც შემდგომ თაობებშიც პოულობს ახალ-ახალ მკითხველებს.

აღწერა

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული  “ნუ მოკლავ ჯაფარას” მთავარი გმირი, ნიუ-იორკში განათლებამიღებული ჯინ ლუიზი დროებით უბრუნდება თავის მშობლიურ მეიკომს, ტიპურ სამხრეთულ ქალაქს, სადაც უმწვავეს პრობლემას აწყდება. ეს არის კონფლიქტი პიროვნების სინდისსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზროვნებას შორის; ეს არის კერპების მსხვრევის ხარჯზე საკუთარი „მეს“ აღმოჩენის მტკივნეული ხანა. ახალგაზრდა ქალი დილემის წინაშე დგება – შეეგუოს რასობრივი დისკრიმინაციით გაჯერებულ რეალობას, რომლის ნაწილიც მისი სათაყვანებელი მამა და ახლობლებიც აღმოჩნდნენ, თუ წინ აღუდგეს მას.
ახალბედა მწერლის მგზნებარებით გამორჩეული ეს რომანი, 50 წლის განმავლობაში დაკარგული და 2015 წელს აღმოჩენილი, უფრო ადრე დაიწერა, ვიდრე “ნუ მოკლავ ჯაფარას”, თუმცა მოქმედება 20 წლის შემდეგ ვითარდება.
ჰარპერ ლი ჩვეული იუმორითა და ირონიით გვიხატავს ამერიკის სამხრეთში  გაღვივებულ რასობრივ პრობლემას და მასთან ბრძოლის წყურვილით აღტყინებული ახალგაზრდა ქალის განცდებს.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.339 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941236488

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

292

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მიდი, დააყენე დარაჯი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *