Image Alt

წიგნები

მიბრუნება

14,90 

მაისის ერთ ცხელ დღეს, ხატია საკუთარ თავთან დამარცხებას აღიარებს და ყველასთვის მოულოდნელად, სამშობლოში ბრუნდება. გოგონას ჩამოსვლას მხოლოდ მისი ძმა, დემნა ელის. ოჯახი, რომელიც ხატიას უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვითა და მოშლილი კომუნიკაციით ხვდება, ახალგაზრდა გოგოს მშობლიური გარემოსადმი გაუცხოებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თუმცა ეს გაუცხოება მას პირველი ცხოვრებისეული აღმოჩენებისთვისაც ამზადებს.

მარაგში

საქართველო

მიხეილ ციხელაშვილი

დაიბადა 1992 წელს

მიხეილ იოჰანი მიხეილ ციხელაშვილის ფსევდონიმია. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და ისტორიის მიმართულებით, მოგვიანებით კი სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კულტურის მენეჯმენტის მიმართულებაზე. გატაცებულია ხელოვნებით, ლიტერატურითა და კინემატოგრაფიით.

2019 წელს გამოიცა მისი სადებიუტო წიგნი მიბრუნება.

აღწერა

მიხეილ იოჰანის სადებიუტო რომანი „მიბრუნება“ ახალგაზრდა და-ძმის ერთმანეთთან და გარესამყაროსთან ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც დაუგეგმავად და ხელოვნური ძალების ჩარევით იჭრება ისტორიული მომენტი, რომელმაც წესით ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. თუმცა როგორ შეიძლება იგრძნოს ოჯახმა ან ზოგადად მთელმა საზოგადოებამ ისტორიული მომენტი მაშინ, როცა მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს?!

ISBN 9789941304668
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

248

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,247 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…