Image Alt

წიგნები

მელორი ტაუერსი (წიგნი მეოთხე)

7,10 

მთარგმნელი: მაია წითაძე

დარელი მელორი ტაუერსში ფელისიტასთან ერთად ბრუნდება!

პირველკლასელი ფელისიტას გარდა, ჩრდილოეთის კოშკს ახალი მეოთხეკლასელებიც შემოემატნენ – მორცხვი კლარისა და უჩვეულო ტყუპი დები: რუთი და კონი.

მარაგშია

არტიკული: 9789941306839 კატეგორია: ჭდე: , ,

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

დარელი ძველ მეგობრებს მხიარულად შეეგება. თანაკლასელებმა ერთმანეთს არდადეგების შთაბეჭდილებები გაუზიარეს – ხან გულიანად იცინოდნენ, ხანაც მწარე-მწარე სიტყვებს ისროდნენ, მაგრამ მაინც ყველა ხარობდა გონდოლინას გარდა.

მელორი ტაუერსში კვლავ ისმის გოგოების ჟივილ-ხივილი: მეცადინეობენ, ერთობიან და ჩუმად აწყობენ ღამის ნადიმს.
ეს ნადიმი მათი საიდუმლოა, მასწავლებლებმა არ უნდა გაიგონ.
და რა მოხდება, თუ გაიგებენ? ამას მეოთხე წიგნში წაიკითხავთ.

ISBN 9789941306839
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

186

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…