Image Alt

წიგნები

მელორი ტაუერსი (წიგნი მეორე)

4,50 

მთარგმნელი: მაია წითაძე

ენიდ ბლაიტონი ამ წიგნში ინგლისის გოგონათა სკოლა-პანსიონის, მელორი ტაუერსის ყოფა-ცხოვრებას აღწერს. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოთხრობილი ამბები მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება, წიგნის კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მწერალი თანამედროვე მოზარდ გოგონათა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას ასახავს. მელორი ტაუერსში ახალი სასწავლო წელი იწყება! დარელი, სელი, გვენდოლინა და მერი-ლუ სკოლა-პანსიონში ბრუნდებიან. ჩრდილოეთის კოშკს კიდევ სამი ახალი მოსწავლე შეემატა, რაც იმას ნიშავს, რომ პანსიონის ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება და გოგონებს კვლავაც გადახდებათ მოულოდნელობებით აღსავსე თავგადასავლები.​

მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

მელორი ტაუერსი (წიგნი მესამე)

დარელი და მისი მეგობრები მელორი ტაუერსში ბრუნდებიან. პანსიონს ახალი მოსწავლეებიც შეემატნენ:
ზერელდა ამერიკელია, მისი მთავარი გატაცება კინოვარსკვლავების ცხოვრებაა და თავადაც მსახიობობაზე ოცნებობს; ვილჰელმინას ბილის ეძახიან, იგი ცხენოსნობითაა გატაცებული და დღედაღამ ცხენებზე ფიქრობს; მავის მშვენიერი ხმა აქვს და ოპერის მომღერლობას აპირებს.
მელორი ტაუერსში მესამე წელი კლავ სავსეა მხიარულებითა და საკვირველი მოულოდნელობებით.

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

მთარგმნელი: მაია წითაძე

ენიდ ბლაიტონი ამ წიგნში ინგლისის გოგონათა სკოლა-პანსიონის, მელორი ტაუერსის ყოფა-ცხოვრებას აღწერს. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოთხრობილი ამბები მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება, წიგნის კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მწერალი თანამედროვე მოზარდ გოგონათა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას ასახავს. მელორი ტაუერსში ახალი სასწავლო წელი იწყება! დარელი, სელი, გვენდოლინა და მერი-ლუ სკოლა-პანსიონში ბრუნდებიან. ჩრდილოეთის კოშკს კიდევ სამი ახალი მოსწავლე შეემატა, რაც იმას ნიშავს, რომ პანსიონის ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება და გოგონებს კვლავაც გადახდებათ მოულოდნელობებით აღსავსე თავგადასავლები.

ISBN 9789941305559
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

186

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,234 კგ
ზომები 1,5 × 14 × 21 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…