Image Alt

წიგნები

მელორი ტაუერსი (წიგნი მეხუთე)

4,50 

ბავშვები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან – ხან გულუბრყვილოები, ხანაც ეშმაკუნები, ზოგჯერ ურჩები და ცელქები, ზოგჯერ დამჯერნი და საზრიანები; ხშირად რაღაცის ეშინიათ, უმეტესად კი გამბედაობას ამჟღავნებენ. წაიკითხე ეს წიგნი და გაიგე, როგორ დგამენ საშობაო წარმოდგენას „მელორი ტაუერსის“ გოგონები, ვინ არის დიქტატორი რეჟისორი, რა ოინს აწყობს ფრანგულის მასწავლებელი, როგორ გადაურჩება ერთი ოსწავლე სკოლიდან გარიცხვას და შეძლებენ თუ არა ბავშვები წარმატებული სპექტაკლის დადგმას უფროსების დახმარების გარეშე.  

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

მთარგმნელი: მაია წითაძე

ბავშვები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან – ხან გულუბრყვილოები, ხანაც ეშმაკუნები, ზოგჯერ ურჩები და ცელქები, ზოგჯერ დამჯერნი და საზრიანები; ხშირად რაღაცის ეშინიათ, უმეტესად კი გამბედაობას ამჟღავნებენ. წაიკითხე ეს წიგნი და გაიგე, როგორ დგამენ საშობაო წარმოდგენას „მელორი ტაუერსის“ გოგონები, ვინ არის დიქტატორი რეჟისორი, რა ოინს აწყობს ფრანგულის მასწავლებელი, როგორ გადაურჩება ერთი ოსწავლე სკოლიდან გარიცხვას და შეძლებენ თუ არა ბავშვები წარმატებული სპექტაკლის დადგმას უფროსების დახმარების გარეშე.  

ISBN 9789941307577
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

196

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…