25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები-ქუდი

წიგნები

მაშენკა

9,90 

მარაგშია 20+

ISBN: 9789941305771 კატეგორია: , ჭდე:

რუსეთი

ვლადიმირ ნაბოკოვი

1899 - 1977

ვლადიმირ ნაბოკოვი დაიბადა 1899 წელს სანკტ-პეტერბურგში. რევოლუციის შემდგომ, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, ჯერ ყირიმში, შემდეგ კი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. განათლება კემბრიჯში მიიღო. ბერლინისა და პარიზის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, აშშ-ში გადასახლდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნაბოკოვის აღიარება.

თავდაპირველად ავტორი რუსულად წერდა, თუმცა მისი უმნიშვნელოვანესი ტექსტები ინგლისურ ენაზეა შესრულებული. აშშ-ში ის 7-ჯერ გახდა წიგნის ეროვნული პრემიის ფინალისტი და უდიდესი აღიარებაც მოიპოვა. მისი ყველაზე ცნობილი რომანი „ლოლიტა“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება.

სიცოცხლის ბოლო წლები ნაბოკოვმა შვეიცარიაში გაატარა და 1977 წელს იქვე, მონროში, გარდაიცვალა.

აღწერა

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

„მაშენკა” ცნობილი რუსი და ამერიკელი მწერლის (წერდა რუსულ და ინგლისურ ენებზე) ვლადიმირ ნაბოკოვის (1899-1977) პირველი რომანია. იგი ავტორმა 1926 წელს მშობლიურ რუსულ ენაზე დაწერა და მასში ემიგრაციის ძნელბედობისა და იმ ექვსი დაძაბული დღის შესახებ მოგვითხრო, რომელთა განმავლობაშიც ბოლშევიკური რუსეთიდან ბერლინში გადახვეწილი ახალგაზრდა კაცი – ლევ განინი – თავის პირველ სიყვარულს სამუდამოდ დაკარგულ სამშობლოსთან ერთად მწვავე განცდებითა და ხელშესახები სიცხადით იხსენებს. პირველი სიყვარული აღარასოდეს მეორდება. იგი ხსოვნაში მხოლოდ მსუბუქ ბედნიერებად და მწვავე ტკივილად რჩება…

პროდუქტის მონაცემები

ISBN

9789941305771

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

130

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავი პირველი შემფასებელი: „მაშენკა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…