Image Alt

წიგნები

მარწუხებში, ასპერნის წერილები

18,90 

ჰენრი ჯეიმზი (1843-1916) ამერიკულ-ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსია. თავის თხზულებებს (20 რომანი, 112 მოთხრობა და 12 პიესა) იგი წერდა 50 წლის განმავლობაში, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ჯერ, როგორც რეალიზმის, შემდეგ კი, მოდერნიზმის მიმდევარი.

მისტიკურ-ფსიქოლოგიური მოთხრობა „მარწუხებში“ (1898) – მავანი ლონდონელი დენდი ხდება დაობლებული ძმისშვილების მეურვე, რომლებსაც ის მსახურებთან ერთად თავის ქალაქგარეთ მდებარე სასახლეში დააბინავებს, ახალგაზრდა გუვერნანტს კი (სწორედ ის მოგვითხრობს სასახლეში რეალურად მომხდარ ამბებს) პირობას ჩამოართმევს, არასოდეს, არანაირ ვითარებაში არ შეაწუხოს პატრონი და გადაწყვეტილებები თავად მიიღოს.

მარაგშია

არტიკული: 9789941304774 კატეგორია: ჭდე: ,

ა.შ.შ. / გაერთიანებული სამეფო

ჰენრი ჯეიმზი

1843 - 1916

ჰენრი ჯეიმზი ამერიკულ-ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსია. თავის თხზულებებს (20 რომანი, 112 მოთხრობა და 12 პიესა) იგი 50 წლის განმავლობაში წერდა, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ჯერ როგორც რეალიზმის, შემდეგ კი მოდერნიზმის მიმდევარი.

1875-1876 წლებში პარიზში მან გაიცნო ივან ტურგენევი, მისი მეშვეობით კი გუსტავ ფლობერის გარემოცვაში აღმოჩნდა, სადაც ემილ ზოლა, ალფონს დოდე და გი დე მოპასანი იყვნენ თავმოყრილნი.

1876 წელს იგი ინგლისში გადავიდა და დაიმკვიდრა სახელი, როგორც ტრანსატლანტიკური კულტურის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფიგურამ. ჰენრი ჯეიმზი არასდროს უშინდებოდა ფორმებსა თუ გამოწვევებს და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მწერალიც გახლდათ. იგი იყოერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელიც თავის ნაწერებში „ცნობიერების ნაკადს“ იყენებდა.

მისი შემოქმედების რამდენჯერმე გადააზრების შემდგომ ჰენრი ჯეიმზის მნიშვნელობა კიდევ უფრო აღიარეს.

აღწერა

მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი

ჰენრი ჯეიმზი (1843-1916) ამერიკულ-ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსია. თავის თხზულებებს (20 რომანი, 112 მოთხრობა და 12 პიესა) იგი წერდა 50 წლის განმავლობაში, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ჯერ, როგორც რეალიზმის, შემდეგ კი, მოდერნიზმის მიმდევარი.

მისტიკურ-ფსიქოლოგიური მოთხრობა „მარწუხებში“ (1898) – მავანი ლონდონელი დენდი ხდება დაობლებული ძმისშვილების მეურვე, რომლებსაც ის მსახურებთან ერთად თავის ქალაქგარეთ მდებარე სასახლეში დააბინავებს, ახალგაზრდა გუვერნანტს კი (სწორედ ის მოგვითხრობს სასახლეში რეალურად მომხდარ ამბებს) პირობას ჩამოართმევს, არასოდეს, არანაირ ვითარებაში არ შეაწუხოს პატრონი და გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. თანდათანობით გოგონას ეცხადება უცხო ქალისა და მამაკაცის ფიგურები – გარდაცვლილი მსახურების აჩრდილები, რომლებიც ბავშვებს სდევნიან…

რომანი „ასპერნის წერილები“ (1888) – დიდი პოეტის, ჯეფრი ასპერნის შემოქმედების მკვლევარი ვენეციაში ჩადის და ცდილობს, გაიცნოს მწერლის ყოფილი სატრფო, ჯულიანა ბორდერო და მისი გაუთხოვარი დისშვილი ტინა. ქალები განმარტოებით ცხოვრობენ დიდ სახლში. ჯულიანა გულმოდგინედ ინახავს ასპერნის წერილებს, რომელთა ხელში ჩაგდებასაც ცდილობს რომანის მთავარი გმირი. მისთვის ვენეციაში გატარებული დრო დაუვიწყარ მოგონებად იქცევა…

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

ISBN 9789941304774
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.00

გვერდების რაოდენობა

375

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.436 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.