Image Alt

წიგნები

მამა და ზღვა

7,90 

სადღაც შორს, შუა ზღვაში, ერთი კუნძულია, რომელზეც ჩამქრალი შუქურა დგას და მდუმარე მეთევზე ცხოვრობს. სწორედ ამ კუნძულზე სურს დასახლება მამა მუმინს და ამიტომაც მიემართება მისკენ თავისი ოჯახით.

მარაგშია

არტიკული: 9789941236747 კატეგორია: ჭდე: , ,

ფინეთი

ტუვე იანსონი

1914 - 2001

ტუვე იანსონი ფინეთის ყველაზე ცნობილი მწერალი და მხატვარია. მის წიგნებს, რომლებიც სულ მცირე, ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი, დღეს მთელ მსოფლიოში კითხულობენ. ტუვე იანსონის მიერ შექმნილ მუმინებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სუვენირების, ტანსაცმლის, სამკაულისა თუ აქსესუარების გარდა, არსებობს მუმინების თემატური პარკები და კაფეებიც. ტუვე იანსონის წიგნების კითხვისას სრულიად ახალ, ჯადოსნურ სამყაროში ვხვდებით, რომელიც, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ჩვენს სამყაროს. თუმცა ფინელი მწერლის შემოქმედება სწორედაც რომ ადამიანური სწრაფვების, სევდისა თუ სიხარულის შესახებაა და ნებისმიერი ასაკის მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება.

აღწერა

მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე

სადღაც შორს, შუა ზღვაში, ერთი კუნძულია, რომელზეც ჩამქრალი შუქურა დგას და მდუმარე მეთევზე ცხოვრობს. სწორედ ამ კუნძულზე სურს დასახლება მამა მუმინს და ამიტომაც მიემართება მისკენ თავისი ოჯახით.

კუნძული არაფრით ჰგავს მუმინების ხეობას, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. დროდადრო მასზე ცხოვრება მეტისმეტად სახიფათო ხდება. კუნძული დღითი დღე იცვლება და მასთან ერთად იცვლება ყველაფერი – პატარა მის გარდა. დამნაშავე კი ზღვაა. არავინ იცის, რატომ იქცევა ის ასე უცნაურად. სინამდვილის გასარკვევად შტორმი, საგმირო საქმეები და, რაღა თქმა უნდა, ჩამქრალი შუქურას ანთება ხდება საჭირო. ზღვას მეტისმეტად რთული ხასიათი აქვს, მაგრამ ღირსეულად შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.

ISBN 9789941236747
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

240

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.28 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.