Image Alt

წიგნები

მაიაკოვსკის თეატრი

5,00 

რომან „მაიკოვსკის თეატრის“ მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს. სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს, მძევლად აიყვანოს მაწანწალები, ლოთები, დევნილები, შეშლილები – ისინი, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებისა და დემოკრატიული პროცესების გარეთ დარჩენილან. იგი ფიქრობს, რომ მათი თამაშში შემოყვანა არღვევს ყველა არსებულ წესს, რადგან სისტემას არ ადარდებს, თუკი ადამიანები ქუჩაში უპატრონოდ და უსახელოდ დაიღუპებიან, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე თვალს ვერ დახუჭავს

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941237287 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ცოტნე ცხვედიანი

დაიბადა 1993 წელს

ცოტნე ცხვედიანმა თავისი სადებიუტო წიგნით ქალაქი და წმინდანები მცირე დროში მოახერხა სათქმელის მკითხველამდე მიტანა. მისი პერსონაჟები არიან საქართველოს მივიწყებულ ქალაქებში – ხაშურში, კაზრეთში, ტყიბულში – მცხოვრებნი, რომლებიც ყოველ დილით ახალი იმედებით იღვიძებენ, მაგრამ ამ იმედებს განხორციელება არ უწერია, რადგან სახელმწიფოსთვის მათ იმაზე გაცილებით ნაკლები ფასი აქვთ, ვიდრე უფრო დიდ ქალაქებში გაბნეულ მოსახლეობას.

2016 წ. გამოვიდა მისი სადებიუტო რომანი მაიაკოვსკის თეატრი.

ოქროს ქალაქი 2015 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა და შევიდა 2016 წელს აშშ-ში გამოცემულ ანთოლოგიაში Best European Fiction. რომანი მაიაკოვსკის თეატრი თარგმნილია თურქულ და ფრანგულ ენებზე.

აღწერა

რომან „მაიკოვსკის თეატრის“ მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს. სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს, მძევლად აიყვანოს მაწანწალები, ლოთები, დევნილები, შეშლილები – ისინი, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებისა და დემოკრატიული პროცესების გარეთ დარჩენილან. იგი ფიქრობს, რომ მათი თამაშში შემოყვანა არღვევს ყველა არსებულ წესს, რადგან სისტემას არ ადარდებს, თუკი ადამიანები ქუჩაში უპატრონოდ და უსახელოდ დაიღუპებიან, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე თვალს ვერ დახუჭავს.
ცოტნე ცხვედიანი ახალგაზრდა ქართველ მწერალთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი სადებიუტო წიგნი „ქალაქი და წმინდანები“ 2015 წელს გამოვიდა და ლიტერატურულმა კრიტიკამ დიდი მოწონებით მიიღო. მოთხრობა „ოქროს ქალაქი“ წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და აშშ-ში საუკეთესო ევროპული მოთხრობების ანთოლოგიაში შევიდა.

ISBN 9789941237287
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

136

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,581 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.