25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

მადათოვი ტრილოგია

20,90 

XIX საუკუნის თბილისის კოლორიტული სურათები; მადათოვის კუნძულზე ნაპოვნი თბილისელი მამათმავლის გვამი – მკვლელობა, რომლის გამოძიებაც მრავალი დაფარული საქმის კვალს ააშკარავებს; უამრავი გამოგონილი თუ ისტორიულ-ლიტერატურული პერსონაჟი; პაროდია, იუმორი, ირონია, მწერლის საოცრად მრავალფეროვანი ენა; და ბოლოს – სრულიად ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც ხვდები, რომ მადათოვის ოცდაათწლიანი ისტორია XXI საუკუნეში შექმნილი კომპიუტერული თამაში “მეჯიქ პოლისი” ყოფილა.

მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი რომანები: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე” 1998-2004 წლებში ცალცალკე გამოიცა და თითოეულმა მათგანმა მაშინვე მოიპოვა თვით ყველაზე პრეტენზიული კრიტიკოსების აღიარება. “მადათოვის ტრილოგიას” პროფესიონალი ლიტერატორები და გემოვნებიანი ლიტერატურის მოყვარულები ერთხმად ასახელებენ საეტაპო წიგნად და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რომანად.

მარაგშია

არტიკული: 9789941302053 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

აკა მორჩილაძე

დაიბადა 1966 წელს

აკა მორჩილაძე გიორგი ახვლედიანის ფსევდონიმია. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის კრიტიკოსი, სპორტული ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: უცნობი საქართველო, იონას საქართველო, თბილისის კართან. პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით მოგზაურობა ყარაბაღში და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები.

ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები.

გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებული. რომანებმა მოგზაურობა ყარაბაღში, სანტა-ესპერანსა, მადათოვი, ობოლე, მესაიდუმლის ქამარი, ქართულის რვეულები, ჩრდილი გზაზე, ძველი გულებისა და ხმლისა, Maid in Tiflis, მამლუქი, კუპიდონი კრემლის კედელთან დიდი მოწონება დაიმსახურა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ეს ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე.

აკა მორჩილაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით. პროფესიით ისტორიკოსი, იგი კარგად იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას; მოგვითხრობს ისეთი ამბების შესახებ, რომლებიც თითქოს გაუგონარი და უცხოა, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ახლობელი და გასაგებია მკითხველისათვის.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო წარდგენილი იყო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, აკა მორჩილაძემ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა.

რომლითაც მან დასავლეთს ქართული კულტურა და მწერლობა დაანახვა და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა ქართველი მკითხველი.

აკა მორჩილაძეს რამდენჯერმე მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო რომანისთვის: შენი თავგადასავალი (2003), სანტა-ესპერანსა (2005), ვენერას სიზმარი (2006), Maid in Tiflis (2008), ობოლე (2012), კუპიდონი კრემლის კედელთან (2019) და, ასევე, ილიაუნის ლიტერატურული პრემია რომანისთვის მამლუქი (2010).

მწერალი ამჟამად ცხოვრობს და საქმიანობს ლონდონში.

აღწერა

XIX საუკუნის თბილისის კოლორიტული სურათები; მადათოვის კუნძულზე ნაპოვნი თბილისელი მამათმავლის გვამი – მკვლელობა, რომლის გამოძიებაც მრავალი დაფარული საქმის კვალს ააშკარავებს; უამრავი გამოგონილი თუ ისტორიულ-ლიტერატურული პერსონაჟი; პაროდია, იუმორი, ირონია, მწერლის საოცრად მრავალფეროვანი ენა; და ბოლოს – სრულიად ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც ხვდები, რომ მადათოვის ოცდაათწლიანი ისტორია XXI საუკუნეში შექმნილი კომპიუტერული თამაში “მეჯიქ პოლისი” ყოფილა.

მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი რომანები: “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე” 1998-2004 წლებში ცალცალკე გამოიცა და თითოეულმა მათგანმა მაშინვე მოიპოვა თვით ყველაზე პრეტენზიული კრიტიკოსების აღიარება. “მადათოვის ტრილოგიას” პროფესიონალი ლიტერატორები და გემოვნებიანი ლიტერატურის მოყვარულები ერთხმად ასახელებენ საეტაპო წიგნად და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რომანად.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.528 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941302053

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

712

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მადათოვი ტრილოგია“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *