Image Alt

წიგნები

lucrecia515

7,90 

როგორ მოიქცეოდა მადამ ბოვარი, სკაიპი რომ ჰქონოდა? როგორ იძიებდა შურს მედეა იასონზე, ფეისბუქის მომხმარებელი რომ ყოფილიყო? მიუსწრებდა თუ არა რომეო ჯულიეტას, წერილი ელექტრონული ფოსტით რომ მიეღო? შეძლებდა თუ არა სანდრო პირადი სივრცის დაც ვას უცხო სხეულებისგან, ინტერნეტი რომ არ ჰქო ნოდა?

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941159398 კატეგორია:

საქართველო

ლაშა ბუღაძე

დაიბადა 1977 წელს

ლაშა ბუღაძემ დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა. მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც მისი მოთხრობა „პატარა ქვეყანა“ საქართველოს პარლამენტში საჯაროდ წაიკითხეს და მასზე დაყრდნობით ცენზურის ამოქმედება მოითხოვეს. ამ და სხვა ტექსტების გამო, ბუღაძე არაერთხელ გამხდარა როგორც რელიგიური ლიდერების, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიის ობიექტი. თავის ტექსტებში ლაშა ბუღაძე ჩვენი თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს მიმოიხილავს: ცენზურას, საბჭოთა ინერციას, ეროვნულ მენტალობასა და სხვ. მწერალი მთავარ საკითხებს უმეტესწილად სატირულ ჟანრში განიხილავს და დაძაბულ, ხშირად ტრაგიკულ სიტუაციებს იუმორისტულ ჭრილში გვიჩვენებს.

მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები: საბა (2004, 2007, 2009, 2012, 2018), BBC-ს საერთაშორისო კონკურსი (2011) საუკეთესო სცენარისათვის.

მისი პიესები ნავიგატორი და პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა დაიდგა ლონდონის სამეფო თეატრსა და Teatro Circulo-ში, ბროდვეიზე, ნიუ-იორკში. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია არაბულ, შვედურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, ალბანურ, ინგლისურ და მაკედონიურ ენებზე.

აღწერა

მკითხველს, რომანის პერსონაჟების მსგავსად, სანდროს პირადი ფოსტის გატეხვა მოუწევს, და თუკი იქ შესვლას მოახერხებს, იმას იპოვის, რაც წიგნში არ წერია. ლაშა ბუღაძის თანამედროვე დონ ჟუანის ტრაგიკომედიაა.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.23 kg
ზომები 1.5 × 19.5 × 12.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.