Image Alt

წიგნები

ლადო გუდიაშვილი – სატირული გრაფიკა (1940-1950)

60,00 

ლადო გუდიაშვილის მდიდარსა და მრავალფეროვან შემოქმედებით  მემკვიდრეობაში გამორჩეულ ად­გილი სატირულ-გრაფიკუ სერია უკავია.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941155765 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

ლადო გუდიაშვილის მდიდარსა და მრავალფეროვან შემოქმედებით მემკვიდრეობაში გამორჩეული ად­გილი სატირულ-გრაფიკულ სერიას უკავია (XX საუკუნის 40-50-იანი წლები. ტონირებული ქაღალდი, ფანქარი, ტუში).

გრაფიკული შემოქმედება მხატვრისთვის სიცოც­ხლის მანძილზე ყოველდღიური რეალობის ბუნებრივი პროცესი და ცოცხალი მოთხოვნილება იყო. მხატვრის ოჯახის წევრების გადმოცემით, ის არასოდეს იცილებდა ფანქარს, ყველაფერს, რასაც ირგვლივ ხედავდა, ყველა თავის ჩანაფიქრს, ხაზის საშუალებით ქაღალდზე გადმოსცემდა. გრაფიკული შემოქმედება მისი ცხოვრების ყველა პერიოდის თანმხლებია.

გუდიაშვილისათვის ხაზით აზროვნება, გრაფიკის სახვითი შესაძლებლობების ვირტუოზული ფლობა, მუსიკოსის აბსოლუტური სმენის მსგავსად, მისი ნიჭის ბუნებრივი და მთავარი დამახასიათებელი მხარეა. ხაზის უზადო ოსტატობა მას გენეტიკურად ეროვნული ხელოვნების ტრადიციებთან აკავშირებს.

ISBN 9789941155765
ყდის ტიპი

მაგარი სუპერ გარეკანით

გამოცემის წელი

2013

ფორმატი

27.00 X 29.00

გვერდების რაოდენობა

184

დამატებითი ინფორმაცია

წონა 1.48 kg
ზომები 1.5 × 27 × 29 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.