Image Alt

წიგნები

კურიერის ამბები

9,90 

„კურიერის ამბები“ ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით.

თემო რეხვიაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი და რამდენიმე თეატრში მუშაობდა დამოუკიდებელ მსახიობად. არის „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ (2016) და თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ (2019) თანადამაარსებელი. 2017 წელს გვანცა ენუქიძესთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო პოეტური ჯგუფი „ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია“. 2019 წლიდან „თემურ ჩხეიძის სახელოსნოს“ წევრია. თავდაპირველად ჩანაწერები „კურიერის ამბებისათვის“ ქვეყნდებოდა 2019 წელს ინტერნეტჟურნალ „სიტყვებში“.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941307508 კატეგორია: ,

თემო რეხვიაშვილი

დაიბადა 1993 წელს

თემო რეხვიაშვილმა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი, 2015 წელს დაამთავრა და ერთდროულად რამდენიმე თეატრში მუშაობდა შტატგარეშე, დამოუკიდებელ მსახიობად.

არის „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ (2016) და თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ (2019) თანადამაარსებელი.

2017 წელს გვანცა ენუქიძესთან ერთად, საიდუმლო პოეტური ჯგუფი „ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია“ ჩამოაყალიბა.

2019 წლიდან „თემურ ჩხეიძის სახელოსნოს“ წევრია.

მისი სადებიუტო წიგნი „კურიერის ამბები“, შეიქმნა კურიერად მუშაობისას გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, რომლებიც 2019 წელს ინტერნეტჟურნალ „სიტყვებში“ ქვეყნდებოდა.

აღწერა

ISBN 9789941307508
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

133

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…