Image Alt

წიგნები

კუნძულის შესაძლებლობა

16,90 

„კუნძულის შესაძლებლობა“ მსოფლიო ბესტსელერების – „ელემენტარული ნაწილაკებისა“ და „პლატფორმის“ ავტორის, მიშელ უელბეკის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. რომანი უპირველეს ყოვლისა სიყვარულზეა. თავად უელბეკი, რომელიც ამ ნაწარმოებისთვის პრესტიჟული ლიტერატურული პრიზით, „ინტერალიეთი“ დაჯილდოვდა, მიიჩნევს, რომ ამაზე უკეთესი და ღირებული არაფერი დაუწერია. მიუხედავად ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული ოფიციალური განცხადებისა – მე ამბების მთხრობელი არ გეგონოთო, აქ ის მაინც ჩვეული ირონიითა და სარკაზმით, უამრავ ერთმანეთში მჭიდროდ გადახლართულ, არატრივიალურ ამბავს გადმოგვცემს, რომლებიც მთლიანობაში ოსტატურად შეკრულ ერთ ამბად აღიქმება.

მარაგშია

არტიკული: 9789941233425 კატეგორია: ჭდე:

საფრანგეთი

მიშელ უელბეკი

დაიბადა 1956 წელს

ცნობილმა ნორვეგიელმა მწერალმა, კარლ უვე კნაუსგორმა აღნიშნა, თუკი მიშელ უელბეკის ნაწარმოებებს არ კითხულობ, შეუძლებელია, იმის პრეტენზია გქონდეს, რომ თანამედროვე ლიტერატურას არ ჩამორჩებიო.

მწერალი თავის წიგნებში ხშირად დაუნდობლად აკრიტიკებს თანამედროვე ევროპას და იმ ფარისევლობას, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით ეხვევიან. მწერალს ხშირად სდებენ ბრალს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის რასისტული შუღლის გაღვივებაში. ამის გამო მას სასამართლოშიც უჩივლეს, თუმცა მისი ბრალეულობა არ დამტკიცდა. სხვადასხვა პერიოდში იგი ირლანდიასა და ესპანეთში ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც ბევრჯერ დაემუქრნენ. იგი ამჯერად საფრანგეთში ცხოვრობს და 2019 წელს ემანუელ მაკრონმა მას საპატიო ღირსების ორდენიც გადასცა.

უელბეკის ტექსტები მუდამ ყურადღების ენტრში ექცევა და ავტორიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თანამედროვე მწერალია. ბევრის აზრით, ის საფრანგეთში უდიდესი ცოცხალი ავტორია.

აღწერა

მთარგმნელი: მერაბ ფიფია

„კუნძულის შესაძლებლობა“ მსოფლიო ბესტსელერების – „ელემენტარული ნაწილაკებისა“ და „პლატფორმის“ ავტორის, მიშელ უელბეკის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. რომანი უპირველეს ყოვლისა სიყვარულზეა. თავად უელბეკი, რომელიც ამ ნაწარმოებისთვის პრესტიჟული ლიტერატურული პრიზით, „ინტერალიეთი“ დაჯილდოვდა, მიიჩნევს, რომ ამაზე უკეთესი და ღირებული არაფერი დაუწერია. მიუხედავად ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებული ოფიციალური განცხადებისა – მე ამბების მთხრობელი არ გეგონოთო, აქ ის მაინც ჩვეული ირონიითა და სარკაზმით, უამრავ ერთმანეთში მჭიდროდ გადახლართულ, არატრივიალურ ამბავს გადმოგვცემს, რომლებიც მთლიანობაში ოსტატურად შეკრულ ერთ ამბად აღიქმება.
მთავარი გმირი, კომიკოსი დანიელი, თავიდან წარმატებით ართობს მაყურებელს საკუთარი სკეტჩებით და მოგვიანებით არანაკლები წარმატებით იღებს პორნოფილმებსაც. აუდიტორიაზე მზარდი ზეგავლენით წაქეზებულს, ადამიანთა გონებისა და აზროვნების ანალიზი გაიტაცებს და რისკიან ექსპერიმენტებში გადაეშვება. ეს ექსპერიმენტები დაუდებს საფუძველს წიგნის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან, ფანტასტიკურ ასპექტს, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება პირველის მკაცრ, თითქმის გაუსაძლის რეალობას.

ISBN 9789941233425
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

456

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.517 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.