Image Alt

წიგნები

ხვლიკი საფლავის ქვაზე

12,90 

რომანის მთავარი გმირი წარსულის სურათებით, სევდით, ოცნებებით, სიყვარულითა და მარტოობით სავსე კაცია, რომლის ცხოვრებაც ფაზლის გაბნეულ ნაწილებს ჰგავს. მისი ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში იკვეთება ნაწარმოების ორი მთავარი სიუჟეტური ხაზი: პირველი მთხრობლის მეგობრის, მხატვარი გიგოს ტრაგიკული ცხოვრებისა და გარდაცვალების ამბავზე, მეორე კი მთავარი გმირის დედასთან სტუმრობისა და მათი სულიერი, ღრმა და უაღრესად ნატიფი ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს.

„ხვლიკი საფლავის ქვაზე“ სიმბოლოებითა და ალუზიებით სავსე რომანია, რომელშიც ასახულია წარსულისა და აწმყოს, გახსენებისა და დავიწყების, სიკვდილისა და სიცოცხლის მარად აქტუალური და წინააღმდეგობით სავსე დაპირისპირება. მთხრობელი შეგნებულად ამბობს უარს, დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები და ტკივილები, თუნდაც ამით გაუსაძლისს ხდიდეს საკუთარ ყოფას. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო – ბერლინიდან კავკასიონის პატარა სოფლამდე.

მარაგშია

არტიკული: 9789941308338 კატეგორია: ,

საქართველო

არჩილ ქიქოძე

დაიბადა 1972 წელსარჩილ ქიქოძემ უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი სწავლობდა თბილისის კინოსა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, კინოსაოპერატორო, ხოლო შემდეგ კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე. იყო სამაშველო სამსახურის წევრი და მონაწილეობდა სამთო-სამაშველო ექსპედიციებში. არის ფოტოგრაფი, გიდი და მსახიობი.მისი სამწერლო კარიერა მე-20 ს-ის 90-იან წლებში დაიწყო. არის რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი.თავის ნაწარმოებებში ის აღწერს საქართველოს დაფარულ და ღია მშვენიერებას, საზოგადოების ნაკლოვანებებსა და ღირსებებს. გაუცხოება თაობათა შორის, მოგზაურობა, დაუსრულებელი ძიება კითხვებზე პასუხებისა - ესაა თემები, რომლებსაც მწერალი ეხება თავის მოთხრობებში.მისი პირველი რომანი სამხრეთული სპილო 2016 წელს გამოიცა, რისთვისაც მწერალმა ლიტერატურული პრემია ლიტერა დაიმსახურა (2017).რომანმა სამხრეთულმა სპილომ აღიარება მოიპოვა საქართველოს საზღვრებს გარეთაც. იგი თარგმნილია გერმანულ, პოლონურ, აზერბაიჯანულ, ბულგარულ და რუმინულ ენებზე.

აღწერა

ISBN9789941308338
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.50 X 19.50

გვერდების რაოდენობა

182

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…