25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ხრჩობა

14,90  7,45 

მთარგმნელი: ზაზა კოშკაძე

თუ დახრჩობის გეშინიათ, სულ ტყუილად – არავინ გემუქრებათ. თუ დახრჩობისგან ადამიანის გადარჩენა, ან, ზოგადად, რაიმე ფილანთროპული საქციელის ჩადენა გსურთ, ეს წიგნი ნამდვილად თქვენთვისაა.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238918 კატეგორია: ჭდე:

ა.შ.შ.

ჩაკ პალანიკი

დაიბადა 1962 წელს

ჩაკ პალანიკი  უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მწერალია, რომელიც 1990-იანი წლების ერთ-ერთი საკულტო ფიგურაა ამერიკულ, და არამხოლოდ ამერიკულ, ლიტერატურაში. სადებიუტო რომან „მებრძოლთა კლუბის“ გამოსვლის შემდეგ პალანიკმა მსოფლიო დიდება მოიხვეჭა, რაშიც ავტორს ნაწარმოების ძალიან წარმატებული ეკრანიზაციაც დაეხმარა.

ამის შემდეგ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწერალი გახდა, რომლის სხვადასხვა რომანი მსოფლიოს 40-მდე ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა.

პალანიკი წერის მინიმალისტური მანერით გამოირჩევა, რაც მის ისედაც უაღრესად დახვეწილ თხრობას დამატებით დაძაბულობას სძენს. მწერალს თავის ნაწარმოებებში პროტაგონისტებად მარგინალი პერსონაჟები გამოჰყავს, რაც მის წიგნებს ერთგვარ ნონკონფორმისტულ და თავხედურ ელფერს სძენს.

აღწერა

მთავარი პერსონაჟი, სექსოჰოლიკი ვიქტორ მანჩინი სიამოვნებით მოგცემთ ამის.საშუალებას – ხრჩობის იმიტირებით სხვისი გადარჩენის ინსტინქტს გაგიღვიძებთ, თქვენ.კი მთელი ცხოვრება ვალდებულად იგრძნობთ თავს, ლუკმაპურის.გარეშე არ დაგრჩეთ თქვენ მიერ სიცოცხლეჩუქებული…  რატომ იქცევა მანჩინი ასე? „ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა.ადამიანებს თავგადასავალი დავუბრუნო, მინდა გმირები შევქმნა, ადამიანები გამოცდის.წინაშე დავაყენო… ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ.ფული მჭირდება“…

და მაინც, მანჩინის ქცევის უმთავრესი მოტივია: „თუ გინდა ადამიანი.გადაარჩინო, მიეცი საშუალება, გადაგარჩინოს“.
თუ გსურთ, გაარკვიოთ, რამდენად გულწრფელია პერსონაჟი ან რისი თქმა უნდა უკრაინული.წარმოშობის ამერიკელი მწერალს, ჩაკ პალანიკს ამ ავტობიოგრაფიული მოტივებითა და პროვოკაციული.ელემენტებით სავსე ბესტსელერით, წაიკითხეთ „ხრჩობა“ და მიიღეთ პასუხები თქვენ თუ ავტორის მიერ დასმულ.არაერთ შეკითხვაზე.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.314 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941238918

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

336

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ხრჩობა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…