Image Alt

წიგნები

ხმაური და მძვინვარება

17,90 

იოკნაპატოფას ციკლის რომანი, „ხმაური და მძვინვარება,“ 1929 წელს დაიწერა. ნაწარმოების სათაური აღებულია შექსპირის “მაკბეტის” ცნობილი მონოლოგიდან. მწერალი ურთიერთობის ორიგინალურ ფორმას სთავაზობს მკითხველს, რომელსაც იმდენად დიდი სამუშაოს შესრულება უხდება, უჩნდება თანაავტორობის უჩვეულო განცდა. ინფორმაციის მიღება ამ წიგნიდან უაღრესად შრომატევადი პროცესია. ფოლკნერი მიმართავს XX საუკუნის მოდერნისტული მწერლობისთვის დამახასიათებელ მეთოდს, რომელსაც ცნობიერების ნაკადს უწოდებენ.

მარაგში

ა.შ.შ.

უილიამ ფოლკნერი

1897 - 1962

უდიდესი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, უილიამ ფოლკნერი ნიუ-ოლბანიში, მისისიპის შტატში დაიბადა. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად ამავე შტატის ქალაქ ოქსფორდში გადავიდა, სადაც მან მთელი ცხოვრება გაატარა. იგი ჯერ სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც მალევე მიატოვა, შემდეგ კი მისისიპის უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს. თავდაპირველად მან ლექსების გამოქვეყნება დაიწყო, შემდეგ კი შერვუდ ანდერსონის რჩევით გადავიდა პროზის - თავისი უდიდესი ნაწარმოებების წერაზე, სადაც მოქმედება ხდება ამერიკის სამხრეთის გამოგონილ ოლქ იოკნაპატოფაში.

უილიამ ფოლკნერი ამერიკული მწერლობის ნამდვილად უდიდესი ფიგურაა. 1949 წელს უილიამ ფოლკნერი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს.

აღწერა

უდიდესი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, უილიამ კატბერტ ფოლკნერი (1897-1962) დაიბადა ნიუ-ოლბანიში, მისისიპის შტატში. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად ოქსფორდში გადავიდა, სადაც უილიამმა მთელი ცხოვრება გაატარა. იგი სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც მალე მიატოვა; შემდეგ მისისიპის უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მუშაობდა სცენარისტად…

იოკნაპატოფას ციკლის რომანი, „ხმაური და მძვინვარება,“ 1929 წელს დაიწერა. ნაწარმოების სათაური აღებულია შექსპირის “მაკბეტის” ცნობილი მონოლოგიდან. მწერალი ურთიერთობის ორიგინალურ ფორმას სთავაზობს მკითხველს, რომელსაც იმდენად დიდი სამუშაოს შესრულება უხდება, უჩნდება თანაავტორობის უჩვეულო განცდა. ინფორმაციის მიღება ამ წიგნიდან უაღრესად შრომატევადი პროცესია. ფოლკნერი მიმართავს XX საუკუნის მოდერნისტული მწერლობისთვის დამახასიათებელ მეთოდს, რომელსაც ცნობიერების ნაკადს უწოდებენ. ცნობიერების ნაკადში აზრები, შეგრძნებები, მოგონებები, უეცარი ასოციაციები გამუდმებით ეჯახება ერთმანეთს. ხშირად საჭირო ხდება მიბრუნება და „ძირს დაბნეული“ ნაწილების (მხედველობიდან გამორჩენილი დეტალების) აკრეფა, შეკრება, შესაბამის ადგილას ჩასმა, რითაც ამა თუ იმ ეპიზოდის, ფრაზის, პერსონაჟის ქმედების, ჟესტის  მნიშვნელობა განუზომლად, თვალსა და ხელს შუა იზრდება. ნაწარმოების შინაარსი უზარმაზარ მოზაიკურ პანოს ჰგავს, რომლის ნაწილები ოთხ თავშია მიმოფანტული. კითხვის დამთავრებისას ეს პანო დასრულებულ სახეს იძენს და მთელი თავისი მონუმენტურობით წარმოგვიდგება.

ქართველ მკითხველს ამჯერად ნათია მენაბდის მიერ განახლებულ თარგმანს ვთავაზობთ.

მთარგმნელი: ზაურ კილაძე

 

 

ISBN 9789941153648
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2011

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

300

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,49 კგ
ზომები 1,5 × 15 × 22 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.