Image Alt

წიგნები

კენჭები

6,00 

„რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.

 

მარაგში

საქართველო

ზაირა არსენიშვილი

1933-2015

ზაირა არსენიშვილი გამოჩენილი ქართველი სცენარისტი და მწერალია.

განათლებით ფილოლოგი იყო, მოგვიანებით კი სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი დაამთავრა. მუშაობდა ოპერის ორკესტრის მევიოლინედ, მუსიკის პედაგოგად, მოგვიანებით კი - კინოში, სადაც კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით წერდა სცენარებს მისი ფილმებისთვის: როცა აყვავდა ნუში, აურზაური სალხინეთში, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე და სხვა.

არის რამდენიმე რომანისა და მოთხრობების ავტორი. მისი რომანი ვა, სოფელო, ქართველი მკითხველის საყვარელ წიგნად გადაიქცა.

აღწერა

ზაირა არსენიშვილი –  კენჭები

ქართველმა მკითხველმა უკვე გაიცნო ზაირა არსენიშვილის რომანი „ვა, სოფელო“, ამ პროზაულ.კრებულში კი, რომელსაც „კენჭები“ ჰქვია, შევიდა მისი სამი მოთხრობა, რომლებსაც ისევ ერთი თემა აერთიანებს – უმძიმესი.წლები მე-20 საუკუნის საქართველოში, დიდი ტერორი და რიგითი ადამიანების ბედი ამ.ისტორიული მოვლენების ფონზე.

„კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული.  აქ ისევ 1930-იანი წლების საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში. ამ წიგნშიც ავტორი ყვება იმას, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ყველაზე.მიჩქმალულია, გაუაზრებელი და სახელდაურქმეველი. აქაც იმ ტრავმას ეხება, რომლისგანაც ბოლომდე თაობები ვერ.გავთავისუფლდით. თითქოს გვაქვს წარმოდგენა რეპრესიების და მსხვერპლის მასშტაბზე, მაგრამ მწერალი, როგორც.ყოველთვის, იმაზე მეტს გვიჩვენებს, ვიდრე უბრალო სტატისტიკაა. მის ტექსტებში რეპრესიების უკან  ადამიანები დგანან თავიანთი ტკივილით, ტრაგედიებით და ტრაგედიასთან.გამკლავების მეთოდებით. აქ რეპრესიების „ზურგში“ დარჩენილ ქალებს ვხედავთ, მათ შიშს  და ძრწოლას, მათ თავზარდაცემას.და მღელვარებას ვეხებით.  ეს ქალები ახერხებენ გადარჩნენ. უფრო მეტიც, გადარჩენისთვის.ბრძოლაში ერთმანეთს გვერდში უდგანან, ერთმანეთს თავდაუზოგავად ეხმარებიან, ერთმანეთზე ზრუნავენ. მათთვის საზიაროა გრძელი.უთავბოლო რიგები პროდუქტების მაღაზიებთან. საზიაროა უსასრულო რიგები ციხეებთანაც, სადაც ტყუილი იმედით.დგანან, რომ თავიანთ დაპატიმრებულ ოჯახის წევრებს გაჭირვებით ნაშოვნ თბილ ტანსაცმელს და საკვებს.შეუგზავნიან.კენჭები” ზაირა არსენიშვილის მორიგი წიგნია – ამჯერად, მოთხრობების კრებული.  აქ ისევ 1930-იანი წლების.საქართველოში ვბრუნდებით, „შიშის და ძრწოლის“ ხანაში, საბჭოთა რეპრესიებში.შეუგზავნიან.

 

თამთა მელაშვილი

ISBN 9789941306679
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

246

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…