25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

კაცი რომელიც სახეებს მიღმა ხედავდა

19,90  9,95 

შარლერუაში, პატარა ბელგიურ ქალაქში მომხდარმა სისხლიანმა ტერაქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეკლესიის პარმაღზე დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების ავტორებად რელიგიურ ფანატიკოსებს მოიაზრებენ. ოგიუსტენი, უსახლკარო ახალბედა ჟურნალისტი, რომელსაც ძლივს ეღირსა სამუშაო ადგილობრივ გაზეთში, მოვლენების ეპიცენტრშია და გადაწყვეტს, ჟურნალისტური გამოძიება წამოიწყოს.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941304415 კატეგორია: ჭდე:

ბელგია / საფრანგეთი

ერიკ-ემანუელ შმიტი

დაიბადა 1960 წელს

ერიკ-ემანუელ შმიტი თანამედროვე ფრანგი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი. დაიბადა 1960 წელს რონაში, სენტ ფუა დე ლიონში, 2008 წლიდან კი ბელგიის მოქალაქეა. მისი ნაწარმოებები 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, სპექტაკლები კი 50-ზე მეტ ქვეყანაშია დადგმული.

აღწერა

მთარგმნელი: მერაბ ფიფია

შარლერუაში, პატარა ბელგიურ ქალაქში მომხდარმა სისხლიანმა ტერაქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეკლესიის პარმაღზე დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქების ავტორებად რელიგიურ ფანატიკოსებს მოიაზრებენ. ოგიუსტენი, უსახლკარო ახალბედა ჟურნალისტი, რომელსაც ძლივს ეღირსა სამუშაო ადგილობრივ გაზეთში, მოვლენების ეპიცენტრშია და გადაწყვეტს, ჟურნალისტური გამოძიება წამოიწყოს. გამოძიება კი ალბათ არ გაუჭირდება, ის ხომ უნიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული – შეუძლია ადამიანების გარშემო მოფარფატე პაწაწინა არსებები შეამჩნიოს. ვის ხედავს ოგიუსტენი? – ანგელოზებს? დემონებს? გარდასულ დღეთა მოგონებებს თუ მიცვალებულებს, საკუთარ სვე-ბედს რომ ვერ შერიგებიან? იქნებ სულაც ჭკუიდან შეიშალა? ან იქნებ თავადაა ის ბრძენი, რომელსაც სხვათა სიგიჟის გაშიფვრა ძალუძს?.. ერიკ-ემანუელ შმიტი მისთვის დამახასიათებელი თხრობის ორიგინალური სტილით ადამიანის სულის საიდუმლოებათა კვლევას განაგრძობს.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.443 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941304415

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

470

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კაცი რომელიც სახეებს მიღმა ხედავდა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *