წიგნები

წიგნები

კარგი ნიშნები

15,90 

„თხუთმეტი საათი გავიდა ანტიქრისტეს დედამიწაზე მოვლინებიდან; აქედან ბოლო სამი საათი ერთმა ანგელოზმა და ერთმა დემონმა სმაში გაატარეს.“ როგორ უნდა მოიქცნენ ზეცისა და ჯოჯოხეთის წარმომადგენლები დედამიწაზე, თუ ადამიანებს შორის ცხოვრებას ისე მიეჩვივნენ, რომ ქვეყნიერება დასაღუპად არ ემეტებათ?

მარაგშია

არტიკული: 9789941301971 კატეგორია: ჭდე:

გაერთიანებული სამეფო

ნილ გეიმანი

დაიბადა 1960 წელს

ბრიტანელი მწერალი, ნილ გეიმანი, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს, თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ნამდვილი როკ-ვარსკვლავია. ის ჰემპშირში დაიბადა. როგორც თვითონ ამბობს, ბიბლიოთეკებში გაზრდილი ველური ბავშვი იყო.

თავდაპირველად ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული. მისი პირველი წიგნები ჯგუფ "Duran Duran"-ისა და დაგლას ადამსის ბიოგრაფიებია. ამის შემდეგ კომიქსების წერა სცადა და შედეგად სრულიად გენიალური „სენდმენი“ მივიღეთ. ეს იყო პირველი კომიქსი, რომელმაც მხატვრული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა.

მნიშვნელოვანია, რომ გეიმანი არ გაურბის მკითხველთან ურთიერთობას. ის ერთ-ერთი პირველი მწერალია, რომელმაც 2001 წელს Twitter-ზე საკუთარი ბლოგი შექმნა და 2 მილიონზე მეტი გამომწერიც ჰყავს. Facebook-ზე ეს რიცხვი თითქმის მილიონს აღწევს.

დღეისათვის ნილ გეიმანი, უდავოდ, ერთ-ერთი საკულტო მწერალია. მისი შემოქმედება არ ჯდება კონკრეტული ჟანრისა თუ მიმდინარეობის საზღვრებში. მან შეძლო, რომ კომიქსები საბავშვოდან მოზრდილთა, რომანები კი მულტიასაკობრივ კატეგორიაში გადაეყვანა.

აღწერა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

„თხუთმეტი საათი გავიდა ანტიქრისტეს დედამიწაზე მოვლინებიდან; აქედან ბოლო სამი საათი ერთმა ანგელოზმა და ერთმა დემონმა სმაში გაატარეს.“ როგორ უნდა მოიქცნენ ზეცისა და ჯოჯოხეთის წარმომადგენლები დედამიწაზე, თუ ადამიანებს შორის ცხოვრებას ისე მიეჩვივნენ, რომ ქვეყნიერება დასაღუპად არ ემეტებათ? გამოსავალი მხოლოდ ერთია: ყმაწვილ ანტიქრისტეს ქვეყნიერების განადგურებაზე როგორმე ხელი უნდა ააღებინონ და კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის გარდაუვალი ომი შეაჩერონ. მაგრამ ანტიქრისტეზე ზემოქმედებისთვის ჯერ მისი ამოცნობა და პოვნაა საჭირო. ამაში დემონ კროულისა და ანგელოზ აზირაფელს ალქაჯ აგნეს ნატერის „წრფელი და ზედმიწევნითი წინასწარმეტყველებების“ წიგნი, მისი პროფესიონალი შთამომავალი ანათემა დივაისი და ალქაჯთმდევნელების არმიის რიგითი ჯარისკაცი ნიუტ პულსიფერი დაეხმარებიან. ცნობილი ბრიტანელი მწერლების, ტერი პრეჩეტის და ნილ გეიმანის „კარგი ნიშნები“ იუმორისტული ფენტეზია, რომელშიც გონებამახვილური და სატირული ხერხებითაა აღწერილი აპოკალიფსის სამუდამოდ თუ არა, დროებით მაინც აღკვეთის მსურველთა მხიარული თავგადასავლები.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.418 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941301971

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

376

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.