Image Alt

წიგნები

კაპიტანი ტრიკო (წიგნი პირველი)

12,90 

მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი

მეოთხეკლასელები, ჯორჯი და ჰაროლდი, რომლებმაც სახელი კომიქსების წერითა და ოინების მოწყობით გაითქვეს, დიდ შარში ეხვევიან.

 

მარაგში

დეივ პილკი



დეივ პილკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი კარიკატურისტი, საბავშვო მწერალი და ილუსტრატორია, რომლის იუმორითა და თავგადასავლებით სავსე კომიქსებს მთელ მსოფლიოში გატაცებით კითხულობენ.

დეივს ბავშვობაში ADHD (ჰიპერაქტიურობის) სინდრომი, დისლექსია და ქცევის პრობლემები ჰქონდა. მისი უსაქციელობით შეწუხებული მასწავლებლები ყოველდღე აგდებდნენ კლასიდან. კიდევ კარგი, დეივს ხატვა და ამბების გამოგონება უყვარდა; ამიტომაც დერეფანში დროს უქმად არ კარგავდა და საკუთარ კომიქსებს ქმნიდა. ეს დოგმენისა და კაპიტანი ტრიკოს პირველი თავგადასავლები იყო.

დეივ პილკის კომიქსების არასტანდარტული სტილი ძალიან მოსწონთ თავისუფლებისმოყვარე, შემოქმედებით ბავშვებს. მისი ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სახალისო ამბებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეგობრობასა და ტოლერანტობას. ეს ამბები, რასაკვირველია, ყოველთვის სიკეთის გამარჯვებით სრულდება.

აღწერა

მეოთხეკლასელები, ჯორჯი და ჰაროლდი, რომლებმაც სახელი კომიქსების წერითა და ოინების მოწყობით გაითქვეს, დიდ შარში ეხვევიან.

სკოლის დირექტორი, საძაგელი მისტერ კრუპი, ბიჭებს მაიმუნობის დროს ვიდეოკამერით გამოიჭერს და კადრების გავრცელებით ემუქრება.

შეუპოვარი ბიჭები 3D-ჰიპნო ბეჭდის დახმარებით დირექტორს აჰიპნოზებენ და თავიანთი კომიქსის გმირად, კაპიტან ტრიკოდ აქცევენ. სწორედ აქედან იწყება სახალისო და დაუვიწყარი ამბები.

შეხედე, წიგნის ყდაზე თეთრ ტრუსში გამოწყობილი კაპიტანი ტრიკოა გამოსახული. იგი მზადაა, შენობის სახურავიდან პირდაპირ შენი წიგნის თაროზე გადმოფრინდეს.

ISBN 9789941308994
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

144

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.