25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

კანვოი

10,90  5,45 

მარაგშია

არტიკული: 9789941239427 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ირაკლი მახარაძე

დაიბადა 1961 წელს

ირაკლი მახარაძემ დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის კინორეჟისორი და მკვლევარი. გადაღებული აქვს დოკუმენტური და ანიმაციური სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა ტელეარხებზე და იყო წამყვანი გადაცემებისა კინოსა და მუსიკის შესახებ. ფილმები. არის რამდენიმე დოკუმენტური ნაშრომის ავტორი.

მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის პრემია საბა წიგნისათვის დიადი მუნჯი.

გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი დოკუმენტური პროზის ჟანრში: ველური დასავლეთის მხედრები, დიადი მუნჯი, კანვოი.

აღწერა

კანვოის – რჩეული მეომრებისაგან შემდგარ ქვეგანაყოფს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის საიმპერატორო სახლის მშვიდობიან ცხოვრებაში. მათი აღჭურვილობა, თავაწყვეტილი ჯირითი, საუკეთესო სამხედრო წვრთნა და აღკაზმულობა უელსისა და დანიის უფლისწულების, სპარსეთის შაჰის, ნასრ-ედ-დინის, გერმანიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის, ვილჰელმ I-ის აღფრთოვანებას იწვევდა.

წიგნი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით მოგვითხრობს კანვოის ისტორიასა და კანვოელ ქართველ მეომრებზე, რომლებიც მსახურობდნენ საიმპერატორო კარზე 1811 წლიდან 1917 წლამდე, ანუ ნიკოლოზ II-ის გადადგომამდე. კანვოელთა სიაში ირიცხებოდნენ: სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟები – ნიკო და ანდრია დადიანები; გიორგი XII-ის შთამომავალი ალექსანდრე ამილახვარი; დავით (უჩა) დადიანი და სხვა დიდგვაროვანი ქართველები. ავტორი საინტერესოდ აღწერს ცხენზე მოჯირითე ქართველ კანვოელთა ისტორიებს; გვიამბობს, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი, რატომ ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება იმპერატორთან ან რატომ ჩუქნიდნენ დედოფლები ხელმანდილებს

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.148 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941239427

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.50 X 19.50

გვერდების რაოდენობა

120

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კანვოი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *