Image Alt

წიგნები

კანიბალიადა

6,00 

„კანიბალიადაში“ მოქმედება მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება. „ეს არ არის წიგნი ომზე, ესაა წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ომს გამოექცნენ“, – გვეუბნება ავტორი.

მართლაც, აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიციური ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს.

ეს წიგნი არც გმირებზეა. ყოველი პერსონაჟი იმდენად გადაგვარებულია მორალურად, რომ მათი შეყვარება ძნელია. უცნაურია, მაგრამ სიძულვილს თანაგრძნობა გადაწონის.

 

მარაგში

საქართველო

მიშა ბახსოლიანი

დაიბადა 1984 წელს

მიშა ბახსოლიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ამჟამად მუშაობს სარეკლამო სააგენტოში კოპირაიტერად.

გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული სასაუზმე „ბუდაპეშტი“.

2019 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო რომანი კანიბალიადა.

ქართულის დავალებებიდან ყოველთვის თავისუფალ თემას ირჩევდა და ხშირად ხუმრობს, წერა სიზარმაცემ დამაწყებინაო. ცოტა მოგვიანებით, როცა ჩვენთან ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გახდა და აღარ უწევდა იტერნეტკაფეებში 30 წუთის დასამატებლად ფულისთვის „ჩალიჩი“, მისი პირველი ნაწარმოებები Lit.ge-ზე გამოჩნდა. მოგვიანებით ამავე საიტის ლიტერატურული კონკურსის, ,,წეროს“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და დაიჯერა, რომ სიზარმაცის შენიღბვის გარდა წერას სხვა სარგებელიც მოაქვს. 2008 წლიდან მისი მოთხრობები ხშირად იბეჭდება პერიოდიკაში. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი და ლიტერტურული კონკურსების გამარჯვებულიცაა.

რომანს პირველად შეეჭიდა (სანამ ბავშვები სურამში იყვნენ) და ძალიან ამაყობს, რომ სწორედ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა „კანიბალიადა“.

ჰყავს ერთი კარგი ცოლი ცუდი მეხსიერებით და ორი „ოპოსუმი“.

აღწერა

კანიბალიადა არც კულინარიაზეა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჭამენ ყველაფერს – ჭამენ გემრიელად და წარბშეუხრელად… მიშა ბახსოლიანის რომანი „კანიბალიადა“ საქართველოს ალტერნატიული ისტორიაა. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაზეც თვალს ვხუჭავთ – ის, რაც ომით მართლდებოდა და მართლდება. უშუქობა, გაჭირვება და „სუხარზე“ გადასმული მარგარინი „ონა“ წიგნის ნებისმიერ გვერდზე რეფრენივით მეორდება.

მიშა ბახსოლიანი განათლებით კულტურის ისტორიკოსია. დღეს იგი კოპირაიტერად მუშაობს. მწერალი ორი პროზაული კრებულის ავტორია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები. „კანიბალიადა“ მიშა ბახსოლიანის პირველი რომანია.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ლუკა-გომარელი
ISBN 9789941304842
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

180

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,193 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…