25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

7,90 

გულად ბავშვთა გაერთიანება თეთრი ვარდები ისე ჰყავს შეპყრობილი თავგადასავლების ჟინს, რომ მის არც ერთ წევრს წამითაც არ ახსენდება მშობლები, რომლებიც თუმცა ბრაზობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჯერათ, რომ მათ შვილებს არაფერი გაუჭირდებათ. თეთრი ვარდების უშიშარ, კეთილშობილ რაინდს არა აქვს უფლება, დაინახოს, როგორ იტაცებენ ბანდიტები ცნობილ პროფესორსა და მის ჭორფლიან, ცხვირპაჭუა ბიჭუნა რასმუსს და დამნაშავეებს კვალში არ ჩაუდგეს! მით უმეტეს, თუ ერთგული და გაბედული მეგობრების იმედიც აქვს.

მარაგშია

არტიკული: 9789941232602 კატეგორია: ჭდე: ,

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი

გულად ბავშვთა გაერთიანება თეთრი ვარდები ისე ჰყავს შეპყრობილი თავგადასავლების ჟინს, რომ მის არც ერთ წევრს წამითაც არ ახსენდება მშობლები, რომლებიც თუმცა ბრაზობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სჯერათ, რომ მათ შვილებს არაფერი გაუჭირდებათ. თეთრი ვარდების უშიშარ, კეთილშობილ რაინდს არა აქვს უფლება, დაინახოს, როგორ იტაცებენ ბანდიტები ცნობილ პროფესორსა და მის ჭორფლიან, ცხვირპაჭუა ბიჭუნა რასმუსს და დამნაშავეებს კვალში არ ჩაუდგეს! მით უმეტეს, თუ ერთგული და გაბედული მეგობრების იმედიც აქვს.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.214 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941232602

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2014

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

184

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კალე ბლუმკვისტი და რასმუსი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *