Image Alt

წიგნები

კაენი

10,90 

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

სარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რემეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება.

მარაგშია

არტიკული: 9789941238888 კატეგორია: ჭდე:

პორტუგალია

ჟოზე სარამაგუ

1922 - 2010

დაიბადა აზინიაგაში, პორტუგალიაში, გლეხის ოჯახში. დედამისის მშობლები მეღორეები იყვნენ, მამა პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, მისი დაბრუნების შემდგომ კი მალევე ლისაბონში გადასახლდნენ. სარამაგუ თავისი დედის მამაზე ამბობდა, ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო, ვისაც კი შევხვედრივარ და ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა, მდიდარი ოჯახიდან რომ ყოფილიყო, დღეს ალბათ სხვა ადამიანი ვიქნებოდიო.

სარამაგუ უდავოდ ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერალია, პორტუგალიურ ლიტერატურაში კამოეშის, პესოას, კეირუშისა და სხვების ერთგვარი ლოგიკური შეჯამება ერთ ადამიანში. წერას გვიან მიჰყო ხელი და მის შემოქმედებას სათანადო აღიარება მოჰყვა და 1998 წელს ნობელის პრემიითაც დააჯილდოეს, რამაც, ავტორი, მისივე თქმით, გააოცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ უვარაუდიათ მანამდეც.

ავტორი კომუნისტი იყო და ბოლომდე ერთგული დარჩა ამ პოლიტიკური მრწამსისა, ხოლო რაც შეეხება მის რელიგიურ შეხედულებებს, ათეისტი იყო და არც ამ მხრივ შეცვლილა. ორივე გარემოება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ გამხდარა დამაბრკოლებელი გარემოება, მაგრამ ჯიუტი ავტორი ბოლომდე უტეხად იცავდა თავის პოზიციებს.

აღწერა

სარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რემეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა.და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის.დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება.

ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის.სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და.ავტორიტარიზმს და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც. ეს საინტერესო, ემოციური, ირონიით აღსავსე.ტექსტი მწერლის შემოქმედების ბრწყინვალე დამაგვირგვინებელი აკორდია.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.18 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941238888

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

160

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.